USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
საქართველოს ეროვნული და გლობალური ვალუტა
თარიღი:  964

სიტყვა „ლარი“, რომელიც შეირჩა ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას. 

2024 წლის 27 სექტემბერს, მაასტრიხტში MECC Maastricht კონგრეს ცენტრში MIF Events მსოფლიოს უდიდეს საერთაშორისო ფულის გამოფენაზე Treasurium-მა ქართული და ჰოლანდიური დელეგაციების თანდასწრებით ოფიციალურად წარადგინა საქართველოს საკოლექციო ევროს ბანკნოტი “EURO 8000”.

საქართველო თავადაც უშვებს საკოლექციო მონეტებს - "რაგბის ოქროს და ვერცხლის მონეტები", "ქართული ეროვნული საფოსტო მარკა", "ქართული ვაზი", "ილორი", "ოქროს მემორიალური მონეტა" და სხვა.

2023 წლის 14 დეკემბერს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო ევროზონის თანამედროვე ოფიცალურ ვალუტას ევრო წარმოადგენს. ევროკავშირში გაწევრების შემდეგ უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო ევროზონის ვალუტას? ამ კითხვაზე პასუხი არ შეიძლება იყოს მარტივად კი ან არა. საკითხი უნდა გადაწყდეს როგორც საქართველოს ისტორიის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის მომავალი არ დაზარალდეს და ასევე ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის - აღმოსავლეთ პარტნიორობის ჭრილში. სხვაგვარად გამოუსწორებელი შეცდომა იქნებოდა. 

ქრისტეშობამდე მე-4-3 საუკუნეების ვერცხლის მონეტა - კოლხური თეთრი, გარდა იმისა რომ გავრცელებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე აღმოჩენილია ყირიმში, ხერსონში, სოჭში და ტრაპიზონში. ანუ ქართული ფული მიმოქცევაში იყო თანამედროვე რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის ტერიტორიებზე. ეს ამბავი საყურადღებოა იმდენად, რამდენადაც თუ გავითვალისწინებთ რომ ძველ დროში არ არსებობდა ელექტრონული ანგარიშსწორების საბანკო არხები, ადვილად წარმოსადგენია, რაოდენ დიდ არეალზე იყენებდნენ მაშინდელი ვაჭრები კოლხურ თეთრს შორეული საქონელგაცვლისთვის. 

ჯერ კიდევ არ არის სიღრმისეული კვლევები ჩატარებული იმის შესახებ, იყო თუ არა კოლხური თეთრი შუამავალი ვალუტა მაგალითად რომაულ და ჩინურ მონეტებს შორის. ასევე, გამოიყენებოდა თუ არა ქართული მონეტები ბიზანტიურ და ინდური მონეტებს შორის კონვერტაციის საზომად. 

გარდა ამისა, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის პირობებში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო წარმოადგენს გლობალური დანიშნულების სატრანზიტო მარშრუტების მნიშვნელოვანი კვეთის კარიბჭეს. საქართველოზე გამავალი ასეთი სატრანზიტო დერეფნები და პროგრამები 2025 წლისთვის რაოდენობით უკვე ცხრას აღწევს, ესენია: ტრანსკასპიური დერეფანი, TRACECA, CASCA, CAMCA, CAREC, დერეფანი ლაპის ლაზული, ვიკინგი მარშრუტი, სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონა, სამხრეთ-დასავლეთის დერეფანი. ამ რაოდენობის დერეფნები და პროგრამები აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში არც ერთ ქვეყანას არ კვეთს. ცალკეა კიდევ საქართველოზე გამავალი მილსადენები და ელექტროსადენების პროექტები. 

საქართველო ახალ გეოპოლიტიკურ წესრიგში ხდება ევროპის სამხრეთის ჩამკეტი კარიბჭე. ისტორიული აბრეშუმის გზის კარიბჭის ეროვნული მისიის საუკეთესოდ შესასრულებლად, საქართველოს უნდა გააჩნდეს სწორედ საკუთარი ეროვნული ვალუტა. ისევე როგორც ევროკავშირის წევრ დანიას გააჩნია ეროვნული ვალუტა - კრონი, ჩეხეთს - კრონა, ბულგარეთს - ლევი და რუმინეთს - ლეი. 

ევროკომისიის რეკომენდაციების (9 დათქმის) შესრულების შედეგად საქართველოში დაკანონდება საბაზრო ეკონომიკის წესრიგი, დამოუკიდებელი სასესხო და საფონდო ბაზრებით, რაც იქნება ევროპასა და აზიას შორის თავისუფალი ვაჭრობის პირობაც და ინდიკატორიც. 

სამი მთავარი გარემოება - ისტორიული კანონზომიერება, მულტიმოდალური გადაზიდვების საჭიროება და კაპიტალის სამართლიანი გამოწვევა (ლონდონის და ტოკიოს ბირჟები) მოითხოვს პასუხისმგებელ ერთეულს ინვესტიციებსა და ვაჭრობაში. 

ზურაბ მაღრაძე 

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი

traceca.ge

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის