USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი 6 თვის ანგარიშს აქვეყნებს
Date:  2803

ეროვნული ბოტანიკური ბაღის 2023 წლის 6 თვის ანგარიში

  • 2023 წლის დასაწყისიდან სისტემატურად ხორციელდებოდა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტურისტული მარშრუტების, მცენარეთა საკოლექციო ნაკვეთების მოვლა-დასუფთავების სამუშაოები.
  • მიმდინარეობდა საექსპედიციო გასვლები, სულ ექვსი თვის განმავლობაში ბაღს შეემატა 121 ახალი სახეობის/ჯიშის 670 ინდივიდი .
  • ბაღის დეკორატიული გაფორმების ნაკვეთებზე დარგულია 56 000-ზე მეტი ერთწლოვანი მოყვავილე მცენარე.
  • აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მცენარეთა ეტიკეტირებაზე.
  • დასრულდა მუშაობა ახალ ტურისტულ რუკაზე.
  • მოსახლეობის გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით ორი ფესტივალი ‘’საკურას ყვავილობის დღეები’’ და „იასამნების ყვავილობა“ გაიმართა.
  • ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში ინტენსიურად იმართება სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებები.
  • მიმდინარეობს მუშაობა საკოლექციო ნაკვეთებთან არსებული საინფორმაციო დაფებისა და მანიშნებლების განახლებაზე.
  • მომზადდა ბოტანიკური ბაღისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების სარეაბილიტაციო და სამშენებლო პროექტები.
  • აქტიურად მიმდინარეობდა ბაღში არსებული საფრთხის შემცველი ლოკაციების აღრიცხვა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების განხორციელება.
  • ბაღის ტერიტორიაზე მოეწყო დამატებით 12 წყლის შადრევანი.
  • ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში აქტიურად მიმდინარეობს თემატური ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები.
  • იანვარი - ივნისის თვეების განმავლობაში დამთვალიერებელთა სტატისტიკა გაზრდილია 41,5%-ით.
  • 6 თვის განმავლობაში ბაღს ესტუმრა 162 700 ვიზიტორი. ბაღის საკუთარი ფინანსური შემოსავლები გაზრდილია 26,3%-ით

 
World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way