USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების უფროსად გიორგი ფერაძე დაინიშნა. (ბიოგრაფია)
თარიღი:  1523

საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების უფროსად გიორგი ფერაძე დაინიშნა. იგი აქამდე საქართველოს კონკურენციის სააგენტოში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების ახალი უფროსის ბიოგრაფია:

2002 – 2004  წლებში მან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი დაამთავრა და ეკონომიკის მაგისტრის წოდება მიიღო. იმავე უნივერსიტეტში და იგივე ფაკულტეტზე 1998 – 2002 წლებში აიღო ბაკალავრის ხარისხი. 

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას:

2014 წლიდან - დღემდე იგი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა;

2014 წლიდან - დღემდე იგი ასევე არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წევრი;

2014 წელს გიორგი ფერაძე იყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი და ასევე საქართველოს პრემიერ მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს აპარატში, კერძოდ, ეკონომიკური განვითარების სამსახურში მრჩეველად; 

2009 –2014  წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმებების მთავარი სამმართველოს საგადასახადო შემოწმების სხვადასხვა სამმართველო - მთავარი აუდიტორი;

2008 – 2009 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი - გადაუდებელ საქმეთა სამმართველო - მთავარი ინსპექტორი;

2007 – 2008 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია - სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტი - უფროსი ინსპექტორი;

2006 – 2007 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია - სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტი - ინსპექტორი;

1999 – 2006 - შ.პ.ს. ,მკ“ - მარკეტინგის მენეჯერი;

 ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის