USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება
дата:  

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონერებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომერციული ბანკები პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემელის საფუძველზე მომხმარებელს სესხს შესთავაზებს ვეღარ შეძლებენ. მარეგულირებელში განმარტავენ, რომ ცვლილების მიზანი გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და ჭარბვალიანობისგან ე.წ. მოწყვლადი ჯგუფების დაცვაა.

საქართველოში პენსიით უზრუნველყოფილ სესხებს ძირითადად „ლიბერთი“ გასცემს, სადაც პენსიონერ და სხვა სოციალურად დაუცველ ჯგუფებს შემწეობები და პენსიები ერიცხებათ.

 რამდენად სამართლიანად მიაჩნიათ "ლიბერთიში", მარეგულირებლის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება, ამაზე ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ვახტანგ ბაბუნაშვილმა თელარა გელანტიას გადაცემა "წერტილში" გასცა პასუხი.

„მოდით განვსაზღვროთ, რა პირობებით გაიცემა საპენსიო სესხები პენსიონერებზე: პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ საპენსიო სესხები დღეისთვის ისტორიულად ყველაზე დაბალ პროცენტშია და ეს 26%-ია. იყო პერიოდი, როდესაც მართლაც სასწაულ ნიშნულამდე ადიოდა საპროცენტო განაკვეთი, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, რაც „ლიბერთი ბანკს“ ახალი აქციონერი და მენეჯმენტის გუნდი ჰყავს, რადიკალური ცვლილებები მოხდა. ჩვენი აზრით, 26% სამართლიანია, რადგან ნებისმიერ კლიენტს 1000 ლარამდე არაუზრუნველყოფილი სესხის აღება თუ უნდა, ყველანაირი საკომისიოს გათვალისწინებით ეფექტური განაკვეთი მინიმუმ 26% გამოდის, თუ უფრო მეტი არა. ამას თუ იმ ფაქტორს დავუმატებთ, რომ გარდაცვალების შემთხვევაში, მის მეგობრებს არაფერი მოეთხოვებათ და ასევე ამ კლიენტებს ბარათით სარგებლობის მომსახურება და სხვა კომუნალური მომსახურებები არ მოეთხოვებათ. ვთვლით, რომ ეს ძალიან სამართლიანი განაკვეთია; კიდევ ერთი ფაქტორი - საპენსიო კლიენტების კრედიტები „ლიბერთის“ გარეთ რომ გავაანალიზოთ, ეს დაახლოებით 2 მლრდ ლარია. ამიტომ ჩნდება კითხვა - რატომ მხოლოდ საპენსიო სესხები და არა სხვა პროდუქტებზე რეკლამირების შეზღუდვა?

ჩვენ ვთვლით, რომ ექსპერტთა დიდი ნაწილი გვეთანხმება, რომ 26% სამართლიანია და ამ კლიენტებს კრედიტებზე დიდი აპეტიტიც კი აქვთ, ასე რომ კითხვის ნიშნები ბევრია“, - განაცხადა ვახტანგ ბაბუნაშვილმა.

კითხვაზე - რაზე ესაუბრება ბანკი მარეგულირებეს, „ლიბერთის“ გენერალური დირექტორის მოადგილე პირდაპირ არ პასუხობს, თუმცა იმედოვნებს, რომ საკითხი სამართლიანად გადაწყდება.

„ამაზე დიალოგი მიდის. იმედია აღვადგენთ და სამართლიანად დავალაგებთ ბოლომდე. პირიქით, „ლიბერთის“ სესხს სტიმულირებასაც კი გავუკეთებდი, რადგან იქ არ არის საკომისიო, საპროცენტო განაკვეთი 26%-ია და ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებასთან ერთად ეს განაკვეთი კიდევ ქვევით ჩამოვა“, - აღნიშნავს ის და დასძენს: „კლასიკური რეკლამით, „ლიბერთი“ არასდროს აქტიური არ ყოფილა, ალბათ არსად შეგხვედრიათ ბილბორდი ან რეკლამა, სადაც საპენსიო სესხების რეკლამირება ხდება, პირიქით მოწყვლად ფენას ინკლუზიურობა სჭირდება იმაზე, თუ რა ტიპის ალტერნატივები აქვს და ამ ნაწილში შეზღუდვა, მაინცდამაინც ლოგიკურად არ მეჩვენება“, - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ და ფინანსური დირექტორმა ვახტანგ ბაბუნაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოში პენსიით/სოციალური გასაცემლებით უზრუნველყოფილ კრედიტებს "ლიბერთი ბანკი" გასცემს. ბანკის მესამე კვარტალის ანგარიშის მიხედვით, 354 ათას პენსიონერს და სოც. შემწეობის მიმღებს საპენსიო სესხი აქვს აღებული. 2023 წლის მესამე კვარტალში საპენსიო სესხების მთლიანი პორტფელი 1 მილიონი ლარით შემცირდა და მან 401 მილიონ ლარს მიაღწია. ეს მთლიანად ლიბერთი ბანკის საკრედიტო პორტფელის 2.6 მილიარდი ლარის 15.5%-ია.

"ლიბერთი ბანკის" ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ერთი საპენსიო სესხის საშუალო ზომა 1,132 ლარია.

ამასთან, მესამე კვარტალის განმავლობაში გაცემული საპენსიო სესხების საშუალო შეწონილი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 29.4%-ს შეადგენდა. სტატისტიკიდან ირკვევა ისიც, რომ ამ კრედიტების საშუალო ეფექტური განაკვეთი წინა წელთან შედარებით 5.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის მაისში “ლიბერთი ბანკმა” სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და მომდევნო 7 წლით პენსიების გაცემის უფლება მოიპოვა. ამ სერვისში ბანკი სახელმწიფოსგან წელიწადში 15 მილიონ ლარს, ანუ ჯამში 105 მილიონ ლარს მიიღებს.

მაჩვენებელი მოიცავს როგორც ასაკით პენსიონერთა, ისე სოციალური პენსიების მიმღებთა მაჩვენებელს.

 

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати