USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და პალერმოს ბოტანიკურ ბაღს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
дата:  649

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინე დანელია გაცნობითი ვიზიტით პალერმოს უნივერსიტეტის ბოტანიკურ ბაღს ეწვია

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და პალერმოს ბოტანიკურ ბაღს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
შეხვედრა ორგანიზებული იყო ხმელთაშუაზღვეთის ფიტოტაქსონომიური კვლევის ორგანიზაციის ''OPTIMA'' ჩართულობით, რომელშიც საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი 2019 წლიდან არის გაერთიანებული როგორც ინსტიტუციური წევრი. შეხვედრას ესწრებოდა OPTIMA-ს მდივანი ჯანიანტონიო დომინა 
თანამშრომლობა მიზნად ისახავს გამორჩეულ მცენარეთა კოლექციების გაცვლას, ერთობლივ სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზებასა და თანამშრომლობას კავკასიისა და ხმელთაშუაზღვეთის ფლორის კვლევებში 
მთელს მსოფლიოში ბოტანიკური ბაღები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მცენარეთა მრავალფეროვნების მეცნიერულ შესწავლასა და კონსერვაციაში, შეგროვებასა და შენარჩუნებაში, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში
პალერმოს ბოტანიკური ბაღი იტალიის მნიშვნელოვანი კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ევროპის ერთ-ერთ უძველეს ისტორიულ ბაღად არის ცნობილი

ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ირინე დანელიამ პალერმოს ბოტანიკური ბაღის დირექტორს, როსსარიო სკიკისს და ბაღის კოლექტივს პროფესიული წარმატებები უსურვა. აღინიშნა, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ერთობლივი ახალი სამეცნიერო პროექტების განვითარებისთვის.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати