USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
თბილისი
საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 37%-ით შეუმცირდა
თარიღი:  911

ელექტროენერგია საქართველოს ადგილობრივ ექსპორტში უმსხვილეს სასაქონლო პოზიციებს შორის მეათე ადგილზეა.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 7 თვეში ქვეყანამ 48.6 მილიონი აშშ დოლარის ელექტროენერგია გაყიდა, რაც წლიურად 37.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ეს შესაძლოა ძირითად საექსპორტო ბაზარზე, თურქეთში ფასის კლებით აიხსნას. TBC Capital-ის თანახმად, მიუხედავად შემცირებული ფასებისა, ექსპორტის მოცულობები კვლავ ნარჩუნდება და საქართველოსთვის თურქეთი მიმზიდველ ბაზრად რჩება. ამიტომ, ორგანიზაციაში ელიან, რომ წელს ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად არ შემცირდება, თუმცა მკვეთრი კლება შემოსავლებში იქნება.

იანვარ-ივლისში ექსპორტზე გასული ელექტროენერგიის 80%-ზე მეტი სწორედ საქართველოს უმსხვილესმა სავაჭრო პარტნიორმა ქვეყანამ, თურქეთმა იყიდა. საქსტატის 7 თვის მონაცემებით, თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტმა 40 მილიონ 71 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 41%-იან კლებას ასახავს. ამ მაჩვენებლით, ფეროშენადნობების და ტრიკოტაჟის ნაწარმის შემდეგ, ელექტროენერგია თურქეთში ექსპორტირებული მესამე უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფია.

საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე არსებული მონაცემებით, შედარებით მცირე მოცულობით, 5.9 მილიონი დოლარის ელექტროენერგია გავიდა სომხეთში, 2.6 მილიონი დოლარის კი აზერბაიჯანში.

მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის