USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
საქართველოს და სომხეთის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფის წევრებმა ვარძიის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს
Date:  

საქართველოს და სომხეთის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფის წევრები ვარძიის სამონასტრო კომპლექსს ესტუმრნენ.


ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა ისტორიული ძეგლის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და სამონასტრო კომპლექსში არსებული ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, ბერ-მონაზვნებისთვის განკუთვნილი კელიები, სატრაპეზო და ღვინის მარანი დაათვალიერეს.


ორი დღის განმავლობაში განხილული საკითხები და მათი მნიშვნელობა სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ვოლსკიმ შეაჯამა.


„სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი უკვე დიდი ხანია არსებობს და ერთმანეთთან ურთიერთობის საკმაოდ კარგი ტრადიცია აქვს. ორი დღის განმავლობაში ახალქალაქსა და ახალციხეში საინტერესო და საქმიანი შეხვედრები გავმართეთ, დღეს კი ვარძიის სამონასტრო კომპლექსი დავათვალიერეთ. საინტერესო თემები მიმოვიხილეთ, მათ შორის ვისაუბრეთ კულტურულ მემკვიდრეობაზე და იმ საკითხებზე, რომელიც ისტორიულად აერთიანებს, აახლოებს ჩვენს ქვეყნებს და მოსახლეობას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.


როგორც მეგობრობის ჯგუფის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, მეგობრობის ჯგუფების ორმხრივი ვიზიტები თანამშრომლობის კარგი ფორმატია.


„აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო დელეგაციები მაღალი რანგით არიან წარმოდგენილი და მეგობრობის ჯგუფებს ყოველთვის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ხელმძღვანელობენ. ვიზიტის ფარგლებში საინტერესო შეხვედრები გაიმართა, ჩვენი სომეხი კოლეგებისგან მათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ბევრი სიახლე მოვისმინეთ, საერთაშორისო მოვლენებთან დაკავშირებით აზრები გავცვალეთ. ასევე ვისაუბრეთ კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებებზე“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.


გიორგი ვოლსკიმ სომეხ კოლეგას, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილეს, სომხეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, რუბენ რუბინიანს ორი დღის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში უმასპინძლა.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way