USD 2.7226
EUR 3.1909
RUB 3.4120
Тбилиси
საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი - დღეს დაბადებულები
дата:  507

ევგენი ხარაძე

დაბადების თარიღი: 31 ოქტომბერი, 1907

გარდაცვ. თარიღი: 10 ოქტომბერი, 2001  (93 წლის ასაკში)

დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი

კატეგორია: ასტრონომი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1930 წელს, ასპირანტურა1934 წელს.

1932 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე; 1949 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1939 წლიდან ასტრონომიის კათედრის გამგე; 1959-1965წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პრტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); ევგენი ხარაძის ძირითადი სამეცნიერო ნაშრომები მიეძღვნა გალაქტიკის აგებულებას, მასში მყოფ ვარსკლავთა სპექტრული და ფოტომეტრიული მახასიათებლების, აგრეთვე, ვარსკლავებისა და ვასკლავთშორისი ნივთიერების სივრცულ განაწილებას, სხვადასხვა ტიპის ცვალებადი ვარსკლავების სპექტრულ შესწავლას, საქართველოს მთიანი რაიონების ასტრონომიული კლიმატის, ტელესკოპთა ოპტიკური კვლევის საკითხებს; აღმოაჩინა, რომ P Cyg-ტიპის ვარსკვლავთა სპექტრში ხაზების დოპლერისეული წანაცვლებანი მოწმობენ ვარსკვლავის განვრცობილ ატმოსფეროში ელემენტების სტრატიფიკაციას; შეადგინა კაპტეინის სხვადასხვა არეში მყოფ ვარსკვლავთა ფერის სიჭარბეების, ფოტოვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდეების, ნათობებისა და სპექტრების კატალოგები, მათზე დაყრდნობით შეისწავლა სინათლის შთანთქმა გალაქტიკაში. ქართველი ასტრონომი, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დამაარსებელი და მისი უცვლელი დირექტორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

საკავშირო ასტრონომიულ-გეოდეზიური საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი (1965-1970)

ვარსკვლავთა ასტრონომიის მუდმივი კომიტეტი, თავმჯდომარე (1962-1974)

საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი, ვიცე-პრეზიდენტი (1976-1982)

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1955-)

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტი (1972-1978)

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

საქართველოს სსრ საზოგადოება "ცოდნა", საპატიო თავმჯდომარე (1981-)

საქართველოს სსრ საზოგადოება "ცოდნა", თავმჯდომარე (1977-1980)

სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომიული საბჭოს ბიურო, წევრი (1936-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1997 - ღირსების ორდენი

1982 - თბილისის საპატიო მოქალაქე

1971 - ოქტომბრის რევოლუციის ორდენი

1951 - შრომის წითელი დროშის ორდენი

სომხეთის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ლენინის ორდენი (4 ორდენი)

 

ირაკლი ბათიაშვილი

დაბადების თარიღი:  31 ოქტომბერი, 1902

გარდაცვ. თარიღი: 16 მარტი, 1982  (79 წლის ასაკში)

კატეგორია:  ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრონომიის ფაკულტეტი 1925 წელს.

1931 წლიდან მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1945 წლიდან იყო ენტომოლოგიის კათედრის გამგე; 1950-1958წწ. ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო ნაწილში. მან გამოიკვლია უმთავრესად სუბტროპიკული კულტურების და კონტინენტური ხეხილის მავნე ენტომოფაუნა და მისი მთავარი სახეობების ბიოეკოლოგია. თანაავტორია ენტომოლოგიის სახელმძღვანელოსი; ენტომოლოგი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

საქართველოს ენტომოლოგიის საზოგადოება, თავმჯდომარე (1968-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

შრომის წითელი დროშის მედალი

შრომის წითელი დროშის ორდენი

 

 ავთანდილ ჯორბენაძე

დაბადების თარიღი:  31 ოქტომბერი, 1951  (72 წლის)

კატეგორია: ექიმი, თანამდებობის პირი

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

1974-1975წწ. იყო თბილისის კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 1975-1976წწ. 29-ე პოლიკლინიკის ექიმი-თერაპევტი; 1976-1978წწ. სსრკ შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილის ექიმი; 1978-1986წწ. თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს რენტგენოლოგი-თერაპევტი; 1986-1992წწ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ჯანდაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1992-1995წწ. საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე; 1995-2001წწ. საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი; 2001-2003წწ. სახელმწიფო მინისტრი. არის გამოგონებისა და 6 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

2001 - ღირსების მედალი

1994 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

 

ზვიად ძიძიგური

დაბადების თარიღი:  31 ოქტომბერი, 1964  (59 წლის)

კატეგორია: თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

დაბადების ადგილი: სოფელი მარანი, აბაშის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1986 წელს.

1986-1987წწ. მუშაობდა წულუკიძის საკოლმეურნეობათაშორისო სამშენებლო ორგანიზაციაში ოსტატად; 1987-1989წწ. რ/გ საქაგრომშენის სამშენებლო ტრესტის მოძრავი მექანიზირებული კონის ინჟინერი; 1989-1990წწ. საქაგრომშენის №2 სამშენებლო ტრესტის მოძრავი მექანიზირებული კოლონა, ინჟინერი; 25-ე მოძრავი მექანიზირებული კოლონის ინჟინერი (1990); 90-ანი წლებიდან იწყებს პოლიტიკურ მოღვაწეობას; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი სამტრედიის საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 2000-2006წწ. ეროვნულ ძალთა გაერთიანება (კონსერვატორების) თავმჯდომარე; 2002-2006წწ. თბილისის საკრებულოს წევრი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: ბლოკი "სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქიდან; 07-06-2008 - 20-06-2008 წელს საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2016წწ. საქართველოს პარლამენტის მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №20 რუსთავის საარჩევნო ოლქიდან; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ეროვნულ ძალთა გაერთიანება (კონსერვატორები), თავმჯდომარე (2000-2006)

თბილისის საკრებულო, წევრი (2002-2004)

საქარელოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

საქართველოს კონსერვატიული პარტია, თავმჯდომარე (2019-)

საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)

საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტი", თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე (2005-2008)

საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2004-2004)

საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი , წევრი (2005-2005)

საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2004-2004)

საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2005-2007)

საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი, წევრი (2008-2008)

საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2008)

საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)

საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2012-2016)

საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (2012-2016)

საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორები", წევრი (2012-2016)

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2019)

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2019)

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2016)

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2016-2019)

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორები", წევრი (2016-2019)

 

ზურაბ გეგეჭკორი

დაბადების თარიღი:  31 ოქტომბერი, 1941  (82 წლის)

კატეგორია: ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მეცნიერი

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკა-ორგანიზაციის ფაკულტეტი 1965 წელს.

1965-1971წწ. იყო კოლმეურნეობის ეკონომისტი, საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ასპირანტი, მეცნიერ-თანამშრომელი; 1974-1991წწ. სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის, მინისტრთა საბჭოს განყოფილების გამგე, ცკ ინსტრუქტორი, საქონლის ხარისხისა და ვაჭრობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი; 1991-1997წწ. საქართველოს სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მინისტრის პირველი მოადგილე, მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მინისტრი; 1997-2004წწ. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1999 - ღირსების ორდენი

მიწის რეფორმებისა და მიწის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის პრაქტიკულად განხორციელებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მუშაობისათვის

1980 - რესპუბლიკის დამსახურებული ეკონომისტი

аналитика
13.08.2025 - საბრძოლო მოქმედებების მიმოხილვა დონეცკის ოლქში - გიორგი კობერიძე
ალასკის კონფერენციამდე რუსები დიდი მსხვერპლისა და ტექნიკის განადგურების ხარჯზე დაწოლას ახორციელებენ უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ და მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ. კრემლი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებისას რაც უფრო უკეთესი პოზიცია გაქვს სამხედრო თვალსაზრისით, მით უფრო ადვილად შეგიძლია მოითხოვო პოლიტიკური თვალსაზრისით.
 
ფრონტის ხაზი დონეცკის ოლქში პირველი მსოფლიო ომის ვითარებას მოგვაგონებს. სანგრები, სპეციალური ფორტიფიკაციები და საარტილერიო ჭურვების დაცემისაგან გაკეთებული კრატერები გვხვდება განსაკუთრებით პოკროვსკისა და დობროპოლიას მონაკვეთზე.
- რუსებმა წარმატებული გარღვევა განახორციელეს პოკროვსკის ჩრდილოეთით, დობროპილიას სიახლოვეს. ამ ყველაფერს ჯერ მასირებული საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა უძღოდა წინ, შემდეგ გვერდი აუარეს რამდენიმე უკრიანულ საყრდენ პუნქტს და ბოლო ერთ კვირაში დაახლოებით 10 კილომეტრი წაიწიეს წინ, რაც საკმაოდ დიდი წინსვლაა ომის მოცემული დინამიკიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს დივერსანტებისა და მცირე ჯგუფების შეტევას ჰგავდა, როგორც ჩანს რუსებმა საკმაოდ დიდი ძალები ჩართეს ამ გარღვევის განსახორციელებლად.
 
- ამის საპირისპიროდ და რუსული გარღვევის შესაკავებლად გუშინ უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, რამაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. კონტრშეტევაში ჩაბმულია აზოვის ბრიგადაც. რუსები საკმაოდ დიდ ფსონს დებენ ამ გარღვევაზე და ცოცხალი ძალის შტურმითა და საარტილერიო დარტყმებით ცდილობენ უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლას, თუმცა მათი მხრიდან გარღვევის ვიწრო ყელი 5 კილომეტრია, რაც უკრაინელთა მხრიდან გადაჭრისა და მათი დატყვევების საშუალებას ქმნის.
 
დეტალები რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი (თუმცა გარკვეული პოზიტიური სიგნალები და რუსი ტყვეების შესახებ ინფორმაცია არის, მაგრამ სრულ სურათში როგორია ვითარება ნაადრევია თქმა). თუკი რუსული შეტევა ჩავარდება, ეს მათთვის მნიშვნელოვანი დემორალიზების წყარო გახდება. შესაძლოა ვიხილოთ ტყვეებიც. წარმატების შემთხვევაში კი მათი მხრიდან დობროპილიასათვის საფრთხის შექმნა ან ფორტიფიცირებულ უკრაინულ ქალაქ დრუჟკივკასაკენ გადახვევა გამორიცხული არ იქნება, ისევე როგორც კრამატორსკი-დობროპილიას გზის გადაჭრის საშუალებაც.
 
- უფრო სამხრეთით, რუსები ცდილობენ დობროპილია-პოკროვსკის მომარაგების ხაზი გადაჭრან. პოკროვსკი-მირნოჰრადის აგლომერაციისაკენ მაგისტრალური ორი მთავარი გზა მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ რუსები მათ აქტიურად ბომბავენ, უკრაინელები მაინც ახერხებენ ორივე მათგანის შენარჩუნებას და ტვირთების გატარებასაც. რუსული მომარაგება ძირითადად რკინიგზით ხდება, ხოლო შეტევისას ისინი სამანქანო გზებსა და მათ მომიჯნავე ტერიტორიებს მიუყვებიან. საბრძოლო წარმატება მომარაგებაზეცაა დამოკიდებული. უკრაინული დრონები განსაკუთრებით აქტიურობენ ამ სექტორში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რუსების შეტევის სისწრაფესა და მათი ლოჯისტიკისათვის საფრთხის შექმნას. იმავეს ცდილობენ რუსებიც.
 
- დონეცკის ოლქში, პოკროვსკისა და დობროპილიას გარდა, უკრაინას ოთხი მთავარი ქალაქი აქვს ფორტიფიცირებული: კოსტიანტინივკა, დრუჟკივკა, კრამატორსკი და სლოვიანსკი. ამ ქალაქების აქტიური ფორტიფიცირება 2022 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა შეტაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც რუსი ბანდფორმირებები აღნიშნული დასახლებებიდან ბრძოლით გაყარეს და შემდეგ უკრაინული თავდაცვის ზღუდეები შეიქმნა აქ. სანამ ეს ქალაქები დგას, მანამდე დონეცკის ოლქის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკრაინელთა ხელში რჩება. ამ ქალაქების დაცემის შემთხვევაში არამხოლოდ დონეცკის ოლქს იგდებენ რუსები ხელში, არამედ დანარჩენ აღმოსავლეთ უკრაინასაც დაემუქრება საფრთხე.
 
სწორედ ამ ქალაქების დათმობას სთხოვს რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების წინაპირობად. ანუ ჯერ დათმე ეს ქალაქები და მერე შევძლებთ მოლაპარაკებებსო. და თან ეს ყველაფერი ზაპორიჟიას, ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების დათმობასთან ერთად. თავი რომ დავანებოთ დანარჩენ რეგიონებს, ამ ოთხი ფორტიფიცირებული ქალაქის დაკარგვა, უკრაინის უსაფრთხოებისათვის ძალიან სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა. დნიპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადამდე დიდი დასახლება აღარცაა. შესაბამისად, ის, რასაც რუსები ითხოვენ, უკრაინული უსაფრთხოების სისტემისათვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.
 
- შედარებით უკეთესი სიტუაციაა სლოვიანსკის აღმოსავლეთით, ლიმანის მიმართულებაზე, ლუგანსკის ოლქის მომიჯნავედ, სადაც უკრაინელებმა რუსეთის მხრიდან წარმოებული რამდენიმე მასირებული შეტევის მოგერიების შემდეგ თავად დაიწყეს ჯერჯერობით ლოკალური კონტრშეტევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ თუკი წელს კონტრშეტევა იქნება, უკრაინელებმა სწორედ ლუგანსკის მიმართულებაზე უნდა გააკეთონ აქცენტი კვლავ. ეს პოლიტიკურადაც გამართლებული იქნება და სამხედრო თვალსაზრისითაც. პოლიტიკურად იმიტომ, რომ იმ რეგიონში დაბრუნდება საბრძოლო მოქმედებები, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ სრულად აკონტროლებს (თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს), ხოლო სამხრედრო თვალსაზრისით იმიტომ, რომ ამ რეგიონს ახლა რუსული საუკეთესო ნაწილები არ იცავენ, თუმცა მომარაგების ხაზების ნაწილი სწორედ მასზე გადის, ისევე როგორც სამეთაურო პუნქტები (კრემინასა და ლისიჩანსკში). შეტევის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ხარკივის ოლქში, ქალაქ კუპიანსკისაც მოეხსნება საფრთხე. თუმცა 2022 წლის ბოლოდან ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი საკმაოდ ფორტიფიცირებულია რუსეთის მიერ.
 
- რაც შეეხება მოლაპარაკებებს. ტრამპის რიტორიკა ტერიტორების დათმობა-გაცვლასთან დაკავშირებით რას გულისხმობს არაა ნათელი, მაგრამ უკრაინა და ევროპა მას ვერ დასთანხმდება. ტერიტორიების გადაცემა რუსეთისათვის არამხოლოდ პოლიტიკურად იქნება ძალიან მძიმე დარტყმა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის, არამედ შეაჩერებს თუ არა ომს ესეც საკითხავია, რადგან რუსეთი უბრალოდ არ აღიარებს უკრაინის უფლებას იყოს სუვერენული სახელმწიფო. ამასთან ცნობილია რომ 2003 წელს უკრაინა-რუსეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება დაიდო, რომელზეც რუსეთის მრიდან პუტინმა მოაწერა ხელი, მაგრამ რატიფიცირებიდან 10 წელიწადში თავადვე დაარღვია ის - რუსული სტილია ის, რომ ის ომს იწყებს და არღვევს შეთანხმებებს მაშინვე, როდესაც ის თავს ძლიერად იგრძნობს. დღეს კი უფრო სწრაფად ვითარდება მოვლენები. შესაბამისად, დაპყრობითი ომის წარმატება მიეცეს რუსეთს და უკრაინამ სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტია თუ ვერ მიიღო, ეს უკრაინასთან ერთად ევროპის (და ჩვენი) უსაფრთხოების სისტემის ჩამოშლაც იქნება.
 
ევროპელები და უკრაინელები მოლაპარკებების წინაპირობად უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ასახელებენ, რომლის უარყოფის შემთხვევაშიც რუსეთს ტოტალური სანქციები უნდა დაედოს.
 
2018 წელს როდესაც პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა შედგა ჰელსინკიში ისე ჩანდა თითქოს პუტინი უფრო მძლავრად გამოიყურებიდა, ტრამპი კი დაბნეული იყო, მაგრამ მალევე შეიცვალა ვითარება და რუსეთმა ამ შეხვედრიდან ბევრი ვერაფერი მიიღო გარდა პოლიტიკური კაპიტალისა. შესაძლოა ახლაც იგივე სურათი ვიხილოთ.
 
თუმცა აშშ-ს ძალიან გამოცდილი დიპლომატი და ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ ტრამპი ახლა უფრო სერიოზულად ემზადება შეხვედრისათვის, ვიდრე ეს 7 წლის წინ იყოო. მან იცის, რომ ამ შეხვედრამ შეიძლება მისი პრეზიდენტობის საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობაც კი განსაზღვროსო, თუმცა ძალიან სერიოზული პრობელმაა ის, რომ ტრამპს ახლა შეთანხმება უფრო უნდა ვიდრე მაგიდაზე ხელის დაკვრაო. მიუხედავად ამისა, შეიძლება ტრამპს არ მოუნდეს სუსტ და დამთმობ ლიდერაც წარმოჩენა. მისი გუნდიც კარგად ემზადება შეხვედრისათვის. თუმცა ომის დანაშაულებისათვის ძებნილ პუტინთან შეხვედრა უკვე გარკვეული დათმობაა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати