USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
თბილისი
„საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია
თარიღი:  462

„საქართველოს ბანკი“ ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა, მოსწავლეებში მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით განხორციელებული STEM ოლიმპიადაა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, STEM ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით 200-მდე სკოლა, 1200-მდე მოსწავლე და 200-მდე მასწავლებელი ჩაერთო. პირველი, თეორიული ტურის შედეგად 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოვლინდა. ისინი 6 საათის განმავლობაში ინჟინერიის სავარჯიშოებსა და STEM პროექტებზე მუშაობდნენ, საკუთარი ნაშრომები კი კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარადგინეს. ჟიურის დაჯამებული ქულებით 3 საპრიზო ადგილის მფლობელი გამოვლინდა.

„პირველ ადგილზე ქართულ-ამერიკული სკოლა გავიდა, გუნდის მენტორი გოგა სუქნიძე იყო, წევრები კი - ვასილ გოგოლაძე, არჩილ ბერაია, ვახტანგ გოგია, თორნიკე გაბელია, ნიკოლოზ ყულოშვილი და ალექსანდრე ნაზღაიძე იყვნენ.

მეორე ადგილზე თავისუფალი სკოლა გავიდა, ირაკლი ხუციშვილის მენტორობით. მონაწილეები იყვნენ ნიკო ხარშილაძე, ანდრია მახარაძე, სანდრო ჩადუნელი, ლუკა დუდაური, სალომე ჯიბლაძე და რატი ტვილდიანი.

მესამე ადგილი კი "მწიგნობართუხუცესმა" დაიკავა, ლალი ხატიაშვილის მენტორობით. გუნდის წევრები კი იყვნენ ანასტასია ჯანყარაშვილი, ნატა ბეჭვაია, სანდრო ვერულეიშვილი, დავით გილიგაშვილი, საბა ზარანდია და ბაქარ ბუხსიანიძე.

პირველ ადგილზე გასულ გუნდს ჟენევაში, CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) კვლევით ცენტრში საგანმანათლებლო საგზური გადაეცა. ამასთან, მათი სკოლის შენობაში მოეწყობა საგანმანათლებლო სივრცე STEM კუთხით. მეორე და მესამეადგილოსანი გუნდები კი საგანმანათლებლო პროცესებისთვის აუცილებელი ტექნიკით დაჯილდოვდნენ. ყველა ფინალისტ მონაწილეს კი გადაეცა სიმბოლური ჯილდოები და სერტიფიკატები”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სკოლებისთვის გამარჯვების თანაბარი შესაძლებლობების შესაქმნელად, დამოუკიდებლად გაიმართა ოლიმპიადა ფიზიკა-მათემატიკურ სკოლებს შორის, რომელშიც აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა. გუნდის მენტორი ნიკოლოზ ლობჟანიძე იყო, წევრები კი - ბაგრატ დავითაშვილი, თემიკო მაჭავარიანი, რატი რატიანი, თორნიკე მემანიშვილი, ალექსანდრე თედიაშვილი და საბა მესხიშვილი.

„STEM მეცნიერება ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად, მომავლის მიმართულებებს - მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას აერთიანებს. სწორედ ამიტომ, „საქართველოს ბანკში“ მიზნად დავისახეთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, მიიღონ ხარისხიანი განათლება და დაინტერესდნენ მომავლის პროფესიებით. ამისათვის, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შევქმენით STEM სკოლის პროექტი, რომელსაც უკვე მეორე წელია ვახორციელებთ. პარალელურად, უფრო მეტი ახალგაზრდისთვის STEM მიმართულებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საფუძველი ჩავუყარეთ STEM ოლიმპიადას, რომელშიც მონაწილეობა წელს 200-მდე სკოლამ მიიღო. ჩვენი ინიციატივებისადმი დაინტერესება კი მუდმივად იზრდება და ვიმედოვნებთ, მომავალში კიდევ უფრო მეტ მონაწილეს ვიხილავთ“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება საქართველოში არსებულ ნებისმიერ სკოლას შეუძლია. პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა გამოავლინონ ცოდნა როგორც სკოლის ტრადიციულ საგნებში – ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში, ასევე პრაქტიკული ინჟინრული ამოცანების ამოხსნაში. VII-XI კლასელი 6 მოსწავლისგან დაკომპლექტებულ გუნდებს სკოლის ერთ-ერთი მასწავლებლის სახით ჰყავთ მენტორი, რომელიც უზრუნველყოფს გუნდის ორგანიზებას, ცოდნის გაუმჯობესებასა, გამტკიცებას და პროექტში მიმდინარე აქტივობებში ჩართულობას.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის