ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით ირკვევა, რომ საქართველოში მოქმედმა ბანკებმა 2021 წლის პირველ შვიდ თვეში 1.24 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს.
თვეების მიხედვით მოგება შემდეგნაირად გადანაწილდა: იანვარი – 113.4 მილიონი ლარი; თებერვალი – 132 მილიონი ლარი; მარტი – 166.3 მილიონი ლარი; აპრილი – 173 მილიონი ლარი; მაისი - 204 მილიონი ლარი; ივნისი - 294.6 მილიონი ლარი; ივლისი - 178 მილიონი ლარი.
მთლიანობაში 2021 წლის 7 თვეში ბანკებმა მთლიანი შემოსავლის სახით 3.39 მილიარდი ლარი მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით მეტია.
რაც შეეხება, დეპოზიტებზე რიცხული სარგებლის მოცულობა 745.4 მილიონ ლარს შეადგენდა. ამასთან, ბანკებმა თავიანთი სესხების მომსახურებაზე 424 მილიონი ლარი დახარჯეს. თანამშრომლებზე ხელფასების სახით 438 მილიონი ლარი გასცეს.
დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.
ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.