USD 2.6095
EUR 3.0247
RUB 3.0923
თბილისი
საქართველოს ბანკებმა 2021 წლის პირველ შვიდ თვეში 1.24 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს
თარიღი:  1355

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით ირკვევა, რომ საქართველოში მოქმედმა ბანკებმა 2021 წლის პირველ შვიდ თვეში 1.24 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს. 

თვეების მიხედვით მოგება შემდეგნაირად გადანაწილდა: იანვარი – 113.4 მილიონი ლარი; თებერვალი – 132 მილიონი ლარი; მარტი – 166.3 მილიონი ლარი; აპრილი – 173 მილიონი ლარი; მაისი - 204 მილიონი ლარი; ივნისი - 294.6 მილიონი ლარი; ივლისი - 178 მილიონი ლარი.

მთლიანობაში 2021 წლის 7 თვეში ბანკებმა მთლიანი შემოსავლის სახით 3.39 მილიარდი ლარი მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით მეტია. 

მათ შორის, სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლის მოცულობა 2.34 მილიარდი ლარია. საკომისიოებიდან, ჯარიმებიდან და საკონვერსიო ოპერაციებიდან ბანკებმა 259 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

რაც შეეხება, დეპოზიტებზე რიცხული სარგებლის მოცულობა 745.4 მილიონ ლარს შეადგენდა. ამასთან, ბანკებმა თავიანთი სესხების მომსახურებაზე 424 მილიონი ლარი დახარჯეს.  თანამშრომლებზე ხელფასების სახით 438 მილიონი ლარი გასცეს.

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის