USD 2.6984
EUR 3.1536
RUB 3.3370
Tbilisi
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება Air China-მ დაიწყო
Date:  359

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Air China-მ დაიწყო. ავიაკომპანიამ, გვიან ღამით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი რეისი ურუმჩიდან BOENG 737-800-ით შეასრულა, რომელსაც 98 მგზავრი ჩამოჰყვა. ხოლო თბილისიდან ჩინეთის მიმართულებით 121 მგზავრი გაემგზავრა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრებისთვის და ავიაკომპანიის წარმომადგენლებისთვის, TAV Georgia-ს ორგანიზებით, დახვედრა გაიმართა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Air China-სთან, ოპერირების დაწყების მიზნით აქტიური მოლაპარაკებები საავიაციო ფორუმ Routes Asia-2024-ის ფარგლებში გამართა.

"საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება დაიწყო, ერთ-ერთმა უმსხვილესმა ჩინურმა ავიაკომპანია AIR China-მ, რომელმაც პირველი ფრენა ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით განახორციელა. ამ ეტაპზე, ფრენები ურუმჩისა და თბილისს შორის კვირაში სამი სიხშირით შესრულდება, ხოლო მოთხოვნის მატების გათვალისწინებით, ავიაკომპანია მზადაა გაზარდოს ოპერირების სიხშირე. ავიაკომპანია ასევე, განიხილავს ჩინეთსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასაც. Air China, ავიაკომპანია China Southern-ის შემდეგ, მეორე ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებს", - განაცხადა საქართველოს
აეროპორტების გაერთიანების კომერციული დეპარტამენტის უფროსმა ვაკო ჭილაშვილმა.

2024 წლის იანვარ-სექტემბრის ჩათვლით, ჩინეთიდან პირდაპირი გზით შემოსული ტურისტების რაოდენობამ 66,485 მგზავრი შეადგინა. Air China არის მეორე ჩინური ავიაკომპანია, რომელიც China Southern Airlines-ის შემდეგ საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვიდა. 69 წლის წინ დაარსებული AIR CHINA ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა. ის Star Alliance-ის წევრია და პირდაპირ ფრენებს მსოფლიოს 183 ქვეყანაში ახორციელებს.

tbilisi
დღეიდან მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მგზავრთა მომსახურება განახლდა

მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრთა მომსახურებას დღეიდან განაახლებს, თუმცა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტანდარტული სამუშაო განრიგისგან განსხვავებით, მეტროსადგური მუშაობას 07:00 საათზე დაიწყებს და 23:00 საათზე დაასრულებს.

 „რაც შეეხება სხვა მეტროსადგურებს, ისინი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.

 გარდა ამისა, მგზავრების სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, შეიცვლება ესკალატორების მიმართულება და ჩამსვლელი მგზავრები მარცხენა ესკალატორით ისარგებლებენ, ნაცვლად მარჯვენა ესკალატორისა, ხოლო ამომსვლელი მგზავრები სადგურის დატოვებას მარჯვენა ესკალატორით შეძლებენ.

 მეტროსადგურმა „ვარკეთილმა“ მომსახურება 12 ივლისს შეწყვიტა, რა დროსაც განხორციელდა დახრილი გვირაბის თუჯის სამაგრებისა და ქვედა ბაქნის რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way