USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
თბილისი
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო: პოლონეთი-საქართველო 1:2
თარიღი:  977

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა პოლონეთი 2:1 დაამარცხა.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, თუმცა მომენტები მხოლოდ პირობითმა მასპინძლებმა შექმნეს - მოსურმა და კოზუბალმა ბურთი ძელს გაარტყეს. საქართველოს ნაკრებს ბურთის დაჭერა და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდა, თუმცა 55-ე წუთზე მაინც მოახერხა დაწინაურება და თავი ტრადიციულად ლომინაძემ გამოიჩინა. აქედან მოყოლებული პოლონელებმა დიდი ძალებით შემოგვიტიეს, კალუაზინსკის დარტყმულ ბურთს კარის წინ აზაროვი გადაეღობა. შემდეგ საჯარიმოს ხაზზე სიგუასთან ბრძოლაში ფორნალჩიკი წაიქცა, მსაჯმა ცოტა არ იყოს საეჭვო პენალტი დანიშნა და კალუაზინსკიმ ანგარიში გაათანაბრა. მორიგ ეპიზოდში ხარატიშვილმა პედას არ გაატანინა, ხოლო კომპენსირებულ დროში მაისურაძემ ბოლომდე იბრძოლა და მისი პასით იაროშის კარი გორდეზიანმა დალაშქრა. ბოლოს პირისპირ გასულ რაკოჩის დარტყმული ბურთი ხარატიშვილმა მოიგერია და გავიმარჯვეთ.

 მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მაისურაძე დაასახელეს.

 14 ივნისს, მეორე ტურში საქართველოს ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება, რომელიც პარალელურ შეხვედრაში პორტუგალიას ფრედ, 0:0 ეთამაშა.

 ჟილინა. „პოდ დუბნიომი“

პოლონეთი - საქართველო  1:2

გოლები: 0:1 ლომინაძე (55), 1:1 კალუაზინსკი (73, პენ), 1:2 გორდეზიანი (90+4)

 საქართველო: ხარატიშვილი, აზაროვი, ხვადაგიანი, საზონოვი, მაისურაძე, ლომინაძე (ო. მამაგეიშვილი 66), გაგნიძე (ოდიშვილი 90+6), სიგუა (გორდეზიანი 80), კვერნაძე, ოდიშარია (იეგოიანი 80), აბუაშვილი (გ. მამაგეიშვილი 66)

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის