USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Тбилиси
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა
дата:  526
მსოფლიოს რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების პერიოდში უმცროსი ,,ბორჯღალოსნები" ორმატჩიან სერიაში ავჭალის სტადიონზე ინგლისელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ. საქართველოს ნაკრებმა ინგლისის ნაკრები ანგარიშით 45:17 დაამარცხა.
პირველ ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა ინგლისელებს ანგარიშით 16:5 სძლიეს, შეხვედრის მეორე ნახევარში კი ,,ბორჯღალოსნებმა" სამი ლელო დადეს.
შეგახსენებთ, რომ ორმატჩიანი სერიის პირველი შეხვედრა ქართველებმა ინგლისელებთან ანგარიშით 7:31 დათმეს. მსოფლიოს რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს სამხრეთ აფრიკა 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. ტურნირში მონაწილეობას 12 ნაკრები მიიღებს. ქართველი მორაგბეები პირველ თამაშში 29 ივნისს ავსტრალიას დაუპირისპირდებიან, 4 ივლისს - ირლანდიას, 9 ივლისს კი იტალიას შეხვდებიან.
Тбилиси
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати