USD 2.6350
EUR 3.0026
RUB 3.4026
Тбилиси
საქართველოს 20 და 23 წლამდე ასაკის ძალოსანთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 38 მედალი მოიპოვა
дата:  1530
პოლონეთმა 20 და 23 წლამდე ასაკის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. კონტინენტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც ტურნირი 38 მედლით დაასრულა. როგორც 20-, ისე 23-წლამდელებს შორის საქართველომ გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.
მედლები ასე განაწილდა:
20 წლამდე ძალოსნები:
გოგა ჯაჯვანი (89 კგ) - ატაცში ოქრო, აკვრაში ვერცხლი, ორჭიდში ვერცხლი;
გურამ ვეკუა (109 კგ) - ატაცში ვერცხლი, აკვრაში ოქრო, ორჭიდში ვერცხლი;
გიგა ოდიკაძე (61 კგ) - ატაცში ვერცხლი;
ლევან ოჩიგავა (81 კგ) - ატაცში ვერცხლი, აკვრაში ბრინჯაო, ორჭიდში ბრინჯაო;
თორნიკე ლომთაძე (102 კგ) - აკვრაში ვერცხლი, ორჭიდში ვერცხლი;
ირაკლი ვეკუა (+109 კგ) - აკვრაში ვერცხლი (ევროპის რეკორდი).
23 წლამდე ძალოსნები:
არჩილ მალაყმაძე (81 კგ) - ატაცში ვერცხლი, ორჭიდში ოქრო;
ბაჩუკი შამილიშვილი (55 კგ) - აკვრაში ვერცხლი, ორჭიდში ვერცხლი;
გურამ გიორბელიძე (67 კგ) - ატაცში ბრინჯაო, აკვრაში ვერცხლი, ორჭიდში ვერცხლი;
ზურაბ მსხალაძე (96 კგ) - ატაცში ბრინჯაო, აკვრაში ვერცხლი, ორჭიდში ბრინჯაო;
ზაზა ლომთაძე (109 კგ) - აკვრაში ვერცხლი, ორჭიდში ვერცხლი;
ლუკა ქაშიბაძე (102 კგ) - ატაცში ბრინჯაო, აკვრაში ბრინჯაო, ორჭიდში ბრინჯაო;
საბა ასანიძე (89 კგ) - ატაცში ბრინჯაო.
გოგონები:
მარიამ მურღვლიანი (87 კგ) - ატაცში ოქრო, აკვრაში ოქრო, ორჭიდში ოქრო;
ნანა ხორავა (81 კგ) - ატაცში ვერცხლი, აკვრაში ბრინჯაო, ორჭიდში ბრინჯაო;
ნათია გადელია (81 კგ) - ატაცში ბრინჯაო, აკვრაში ვერცხლი, ორჭიდში ვერცხლი.
ინფორმაციისთვის: ქართველი ძალოსნები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
мир
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати