USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
საქართველოს 16 წლამდე გოგონათა საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში იასპარეზებს - ნაკრების მთავარი სპონსორი „საქართველოს ბანკია“
თარიღი:  834

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა საკალათბურთო ნაკრები კოსოვოში გასამართ ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში იასპარეზებს. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია“.

გოგონათა საკალათბურთო ეროვნული ნაკრები მზად არის FIBA U16 Women’s EuroBasket-ის C დივიზიონში იასპარეზოს, რომელიც 2025 წლის 8-13 ივლისს, კოსოვოში გაიმართება.

შემადგენლობა კი ასეთი გახლავთ:

ნომერი 1- ელენე კალანდარიშვილი;

ნომერი 2- თამარ ზავრადაშვილი;

ნომერი 4- ლიზი ჯაბუა;

ნომერი 7- მარიამი კეკელია;

ნომერი 9- ნინი ივანიძე;

ნომერი11- ელენე ბოხუა;

ნომერი 14 - ბაია ზურაბიშვილი;

ნომერი 16- მარიამ ყაველაშვილი;

ნომერი 20- ანა მესტუმრიშვილი;

ნომერი 24- ლინა უგრეხელიძე;

ნომერი 30- ეკატერინე ქართველიშვილი;

ნომერი 77- ანასტასია აბულაძე.

ტურნირში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებული. შეჯიბრის დასრულების შემდეგ, 3 საუკეთესო გუნდი B დივიზიონში გადავა და 2026 წელს უფრო მაღალი დონის ტურნირზე იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები ჩემპიონატისთვის დიდი შემართებითა და მონდომებით ემზადებოდა. ახალგაზრდა კალათბურთელები ქვეყნის მომავლის იმედს წარმოადგენენ. ისინი მთავარი მწვრთნელის, გიორგი გოლიაძის ხელმძღვანელობით გამარჯვებისთვის იბრძოლებენ და საერთაშორისო გამოცდილებასაც მიიღებენ.

ნაკრების მთავარ მწვრთნელს U16-ზე ასისტენტობას მაია ჩარგეიშვილი გაუწევს. გოგონების ფიზიკურ წრთვნაზე ეკატერინე წივწივაძე ზრუნავს, ჯანმრთელობაზე კი ნაკრების ექიმი- გვანცა კოპალეიშვილი. ნაკრების დელეგაციას კახა შენგელია უხელმძღვანელეს, მას კი მხარდაჭერას მენეჯერი, ლელა ცანავა გაუწევს.

საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ძლიერი გამოსვლით პლეი-ოფის საგზურის მოპოვებასა და საუკეთესო სამეულში მოხვედრას შეეცდება, რაც ნაკრებს B დივიზიონში გადასვლის შესაძლებლობას მისცემს.

გუნდის თამაშები პირდაპირ ეთერში გადაიცემა და შედეგები FIBA-ს ოფიციალურ პლატფორმებზე იქნება ხელმისაწვდომი.

ერთად ვუგულშემატკივროთ 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო ნაკრებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის