USD 2.7079
EUR 3.1680
RUB 3.3354
Тбилиси
საქართველომ ტოკიოს ოლიმპიადა 8 მედლით დაასრულა
дата:  1010

საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ტოკიოში 8 მედალი მოიპოვა.  2 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი ქართველმა სპორტსმენებმა სამშობლოში ჩამოიტანეს. 

დღეს თამაშებზე ორი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა. ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძეს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, თუმცა აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვთან შეხვედრა 5:7 დათმო და ეს შანსი ვერ გამოიყენა. 

კარატისტთა შეჯიბრზე გოგიტა არქანიამ ჯგუფური ეტაპის 4 შეხვედრიდან 2 მოიგო, რაც ნახევარფინალში გადასვლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. 

ამ დროის მონაცემებით, საქართველო მედლების რაოდენობით, 205 ქვეყანას შორის 29-ე ადგილზეა. 
общество
1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.

„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299

საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати