USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Tbilisi
საქართველომ პარალიმპიადა ისტორიული შედეგით დაასრულა
Date:  568

პარიზში ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშებზე საქართველომ ცხრა მედალი მიიღო. ქართველმა პარასპორტსმენებმა ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია, - ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, პირველად ისტორიაში საქართველოს ღირსებას ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის 6 სახეობაში თოთხმეტი ქართველი სპორტსმენი იცავდა და საქართველომ ექვსივე სახეობაში მედლის მოპოვება შეძლო.

გიგა ოჩხიკიძემ სადებიუტო პარალიმპიადაზე ჩემპიონობა იზეიმა. მან ბირთვის 9,66 მეტრზე კვრა შეძლო და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. საქართველომ პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე ბირთვის კვრაში მედალი პირველად მოიპოვა. ამასთანავე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გიგა ოჩხიკიძე პირველი სპორტსმენია, რომელმაც პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე მძლეოსნობაში მედალი მოიპოვა.

ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ პარაძიუდოისტები: რევაზ ჩიკოიძე, გიორგი ქალდანი, ზურაბ ზურაბიანი, პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს პარაწოლჭიმელმა აკაკი ჯინჭარაძემ, პარაძიუოდისტმა ინა ქალდანმა, ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა და საქართველოს დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა - 19 წლის ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ.

ინა ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ პარალიმპიური მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვეს; პარალიმპიურ თამაშებზე საქართველომ მედალი პარატაეკვონდოში, პარასროლასა და პარაწოლჭიმში პირველად მიიღო.

პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე 4 400 სპორტსმენმა სპორტის 22 სახეობაში იასპარეზა. მომდევნო პარალიმპიური თამაშები 2028 წელს ლოს-ანჯელესში გაიმართება

tbilisi
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way