საქართველომ მიმდინარე წლის 4 თვეში უცხოურ ბაზრებზე მინერალური და მტკნარი წყლების რეალიზებით 38.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს მაჩვენებელი გასული წლის ამავე პერიოდის ექსპორტის ღირებულებასთან შედარებით 8.1%-ით არის შემცირებული.
შესაბამისად, იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტზე 71 747 ტონა მინერალური წყალი გავიდა. ეს მაჩვენებელიც გასულ წელთან შედარებით 7.1%-ით ნაკლებია. (2021 წლის იანვარ-აპრილი - 41.7 მლნ დოლარი, 77 252 ტონა).
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, აღნიშნული პროდუქტის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სამეულს მიმდინარე წელს რუსეთი, ყაზახეთი და უკრაინა შეადგენენ, თუმცა ომმა ამ ქვეყნებში მინერალური წყლების ექსპორტზე თავისი გავლენა იქონია: რუსეთისა და უკრაინის შემთხვევაში მინერალური წყლების ექსპორტით მიღებული შემოსავალი და ექსპორტის მოცულობები შემცირდა, ყაზახეთში კი გაიზარდა.
მინერალური და მტკნარი წყლების TOP-10 საექსპორტო ბაზარი:
1. რუსეთი - 15.8 მლნ დოლარი, 29 698 ტონა;
2. ყაზახეთი - 8.4 მლნ დოლარი, 14 140 ტონა;
3. უკრაინა - 4.7 მლნ დოლარი, 11 214 ტონა;
4. ლიეტუვა - 2.6 მლნ დოლარი, 4 758 ტონა;
5. ბელარუსი - 2.1 მლნ დოლარი, 4 508 ტონა;
6. უზბეკეთი - 1.6 მლნ დოლარი, 2 802 ტონა;
7. აზერბაიჯანი - 567 ათასი დოლარი, 1 513 ტონა;
8. აშშ - 532 ათასი დოლარი, 819 ტონა;
9. ისრაელი - 453 ათასი დოლარი, 649 ტონა;
10. ყირგიზეთი - 333 ათასი დოლარი, 395 ტონა.
თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.
ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.
სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.