USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
საქართველოდან 45 ბიზნესპერსონა ჩავიდა SelectUSA უდიდეს საინვესტიციო სამიტზე - აშშ-ის საელჩო
თარიღი:  

აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის ხელმძღვანელობით, საქართველოდან 45 ბიზნესპერსონა აშშ-ში, უდიდეს საინვესტიციო სამიტზე ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო ავრცელებს.

როგორც საელჩოში აღნიშნავენ, ვიზიტი მნიშვნელოვანია აშშ-საქართველოს ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად.

"ხშირად წარმატებისთვის მხოლოდ შესაძლებლობის ფანჯარაა საკმარისი. ჩვენ ასეთ შესაძლებლობას ვქმნით ქართველი ადამიანებისთვის, რომლებსაც უნიკალური იდეები და ბიზნესები აქვთ. მათ ამერიკულ ბაზარზე გასვლაში ვეხმარებით.

ელჩი დანიგანის ხელმძღვანელობით ორმოცდახუთი ბიზნესპერსონა საქართველოდან ჩავიდა SelectUSA უდიდეს საინვესტიციო სამიტზე, რომელიც ხელს უწყობს შეერთებულ შტატებში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ამ რამდენიმედღიანი ვიზიტის ფარგლებში აშშ-ში ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებით შედგა შეხვედრები ინვესტორებთან და აშშ-ის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. ასევე, მოხდა ბიზნესიდეების წარდგენა.

ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად. შეერთებული შტატები ამ ეკონომიკური პარტნიორობის ერთგული რჩება",- წერს საელჩო სოციალურ ქსელში.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის