USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
თბილისი
საქართველოდან 13 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ატამი, ვაშლატამა და 5 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების მოცვია ექსპორტირებული
თარიღი:  1190
წლევანდელი პირველი მაისიდან 19 ივლისამდე საქართველოდან ექსპორტზე 916 ტონა მოცვი გავიდა, რომლის ღირებულებამ 5 მილიონ 411 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, მოცვის ექსპორტის მოცულობა 269 ტონით (42%), ხოლო ღირებულება 1 მილიონ 685 ათასი აშშ დოლარით არის (45%) გაზრდილი.

ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (841.9 ტონა), ასევე მცირე რაოდენობით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (26.4 ტონა), უკრაინაში (21.1 ტონა), გერმანიაში (10.9 ტონა), ბულგარეთში (4.6 ტონა), სომხეთში (4.0 ტონა), ყატარში (2.9 ტონა), მალაიზიაში (1.1 ტონა), მოლდოვაში (0.9 ტონა), სიანგანში (0.8 ტონა), ბაჰრეინში (0.8 ტონა) და ლიბანში (0.3 ტონა).

ასევე მნიშვნელოვნად გაზრდილია ატმისა და ვაშლატამას  ექსპორტი. წლევანდელი პირველი მაისიდან 19 ივლისამდე ექსპორტზე 15,069 ტონა ატამი და ვაშლატამაა გატანილი, რომლის საერთო ღირებულება 13 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

როგორც მოცვის შემთხვევაში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 6 034 ტონით
(67%) არის გაზრდილი, რაც შესაბამისად აისახება შემოსავლებში, ექსპორტის მოცულობა 5 მილიონ 229 ათას აშშ დოლარით (65%) არის გაზრდილი.

აქაც ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია (9,378ტ.), შემდეგ მოდის სომხეთი (4,757 ტ.), აზერბაიჯანი (269 ტ.), უკრაინა (337ტ.), მოლდოვა (116ტ.), ბელარუსი (99 ტ.), ყაზახეთი (95 ტ.) და სლოვენია (18 ტონა).

მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის