USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
Tbilisi
საქართველო თურქეთთან სატვირთო გადაზიდვების დამატებითი ნებართვის გამოყოფაზე შეთანხმდა
Date:  760

ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ შეთანხმება გულისხმობს ცარიელი შესვლის/ტვირთით დაბრუნების (სპეციალური) ნებართვების რაოდენობის ზრდას 33%-ით, ხოლო მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან - 20%-ით.

“საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლასთან დაკავშირებით საქართველო და თურქეთი შესაბამისი კვოტის ფარგლებში ცვლიან შემდეგი სახის ნებართვებს: მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან, ცარიელი შესვლის/ტვირთით დაბრუნების(სპეციალური), ორმხრივი (დატვირთული შესვლა)/ტრანზიტული და ცარიელი შესვლა პორტში დატვირთვის უფლებით. გადამზიდველი კომპანიების მხრიდან თურქეთის მიმართულებით ტვირთზიდვის ნებართვებზე მოთხოვნა დამოკიდებულია ნებართვის სახეობაზე. დიდი მოთხოვნაა თურქეთში ცარიელი შესვლის/ტვირთით დაბრუნების (სპეციალურ) ერთჯერად ნებართვაზე, რაც გამოწვეულია საქართველოდან თურქეთში საექსპორტო ტვირთის ნაკლებობით და რის გამოც მათი შეზღუდული რაოდენობა სწრაფად იწურება. ასევე, საკმაოდ დიდი მოთხოვნაა თურქეთის მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ნებართვაზე, რისი საშუალებითაც გადამზიდველებს შეუძლიათ თურქეთიდან ტვირთი წაიღონ სხვა მესამე ქვეყანაში.

ვინაიდან თურქეთის მხარე იცავს საკუთარ ბაზარს და ცდილობს საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თურქეთიდან საქონლის ექსპორტზე ძირითადად თავისი გადამზიდველები დაასაქმოს, იგი საქართველოს მხარეს მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან და ცარიელის შესვლის/ტვირთით დაბრუნების (სპეციალურ) ერთჯერად ნებართვებს შეზღუდული რაოდენობით აწოდებს, რაც პერიოდულად ქმნის მის დეფიციტს. აღნიშნული სახის ნებართვების რაციონალურად განაწილების მიზნით, სააგენტო მათ, როგორც წესი, გასცემს იმ გადამზიდველებზე, რომლებმაც წლის განმავლობაში უკვე გამოიყენეს ადრე წაღებული იმავე სახის ნებართვა. რაც შეეხება ორმხრივ (დატვირთული შესვლა) ტრანზიტულ ნებართვებს, ისინი ქართულ მხარეს საკმარისზე მეტი გააჩნია.

თურქეთი საქართველოსათვის საერთაშორისო ვაჭრობაში და შესაბამისად საავტომობილო გადაზიდვებში წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად პარტნიორ ქვეყანას. როგორც ზემოთ ვახსენეთ საქართველოს მხრიდან ცარიელი შესვლის/ტვირთით დაბრუნების (სპეციალური) და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ნებართვაზე განსაკუთრებული მოთხოვნაა, შესაბამისად ამ სახის ნებართვების კვოტის გაზრდაზე ბევრად არის დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობის უზრუნველყოფა საჭირო პროდუქციით.

tbilisi
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way