USD 2.7585
EUR 2.9910
RUB 3.0337
Тбилиси
საქართველო მიწათმოქმედების ერთ-ერთი სამშობლოა
дата:  1800
40 საუკუნის წინანდელი შუმერული ხელნაწერი შუმერთა კავკასიური წარმოშობის შესახებ გვიამბობს
არქეოლოგიური აღმოჩენებით და ენობრივი კავშირებით, ასევე უძველესი შუმერული ტექსტებით ირკვევა, რომ შუმერები მესოპოტამიაში ჩრდილოეთის მთიანი მიწებიდან მივიდნენ, ხოლო ზოგიერთნი კი ჩრდილოეთიდან, ზღვის გავლით ჩავიდნენ მესოპოტამიაში.

შუმერის ჩრდილოეთით მთიანი მიწები კავკასიაა, ხოლო ჩრდილო კავკასიიდან უკრაინაში გადადიოდა კუკუტენი ტრიპილიას ცივილიზაცია, რომელიც შესაძლოა მივიჩნიოთ იმ კულტურად, რომელსაც შუმერები არათას ეძახდნენ, ხოლო დღევანდელ მეცნიერებაში ცნობილია, როგორც კუკუტენი ტრიპილიას (Cucuteni Trypilia) კულტურა. რომელიც იწყება 20, 000 (ოცი ათასი) წინ ძველი წელთაღრიცხვით. უკრაინაში ნაპოვნია უამრავი კარად ჩამოყალიბებული ქალაქური დასახლებები, პროტოშუმერული დამწერლობის ნიშნებით და იქვეა უძველესი ობსერვატორია.

შუმერში კი აღმოაჩინეს 40 საუკუნის ხელნაწერი, რომელიც ძვ.წ. მე-20 საუკუნით თარიღდება და მას ჰქვია ლუ-დინგირ-რა (Lu-dingir-ra), რომელიც შესრულებულია შუმერული, ლურსმული დამწერლობით და მისი ტექსტიც გაიშიფრა. გთავაზობთ ამ 40-საუკუნოვანი ტექსტის ქართულ თარგმანს, სადაც ავტორი შუმერების წარმომავლობაზე საუბრობს:

“ჩვენ გადმოვსახლდით აქ, სადაც ახლა ვცხოვრობთ ათასობით წლის წინათ, მაგრამ მათ არ შეეძლოთ ჩაეწერათ თუ ზუსტად საიდან მოვიდნენ, ვინაიდან მაშინ წერა არ იცოდნენ. მოგვიანებით, სამეფო სასახლის ჟამთააღმწერლებმა და არქივარიუსებმა შეისწავლეს ზეპირგადმოცემანი და ცდილობდნენ გაერკვიათ ყველაფერი წარსულის შესახებ. ჩვენი ხალხი მოვიდა ამ მიწაზე მთიანი ქვეყნიდან–მდებარე ჩვენგან ჩრდილო აღმოსავლეთით. ასევე გამოდმოცემულია, რომ ზოგიერთი ჩვენი წინაპართაგანი მოვიდა ზღვის მეშვეობით აღმოსავლეთიდან, მიწიდან რომელსაც ერქვა დილმუნი. ამ მიგრაციის მიზეზი როგორც თქმულია, იყო შეტევა აუხსნელი გვალვებისა იმ თბილ და წვიმიან ქვეყანაში. დიდმა ენლილმა დაგვასახლა ჩვენ შავთმიანნი (შავთავიანნი) ამ მიწებზე. ჩემი კვლევებისა და წინაპართა გადმოცემების თანახმად ჩვენ ჩვენს თავს ვუწოდეთ შავთავიანნი იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ჩვენს მოსვლამდე ცხოვრობდა ქერათმიანი ხალხი ცისფერი თვალებით. მე არ შემიძლია წარმოვიდგინო ასეთი პიროვნება და არ ვფიქრობ, რომ ასეთი ხალხი ლამაზები იქნებოდა. თავად მე კი არასოდეს შემხვედრია ასეთი ხალხი ჩემს ქვეყანაში.”

როგორც ვხედავთ ეს ხელნაწერი აშკარად მიანიშნებს, რომ ორი სხვადასხვა ადგილიდან მოხდა შუმერების წინაპართა მიგრაცია მესოპოტამიისკენ _ კავკასიიდან პირველი ნაკადის წასვლაზე, ხოლო მეორე ნაკადი  მესოპოტამიისკენ სავარაუდოდ ჰარაპას კულტურიდან ან მის ახლოს მოსახლე ხალხებიდან _ დღევანდელი პაკისტანიდან, ავღანეთიდან და ჩრდილო ინდოეთის ტერიტორიებიდან წამოვიდა ან დღევანდელი ყაზახეთის მიწებიდან კასპიის ზღვის გავლით.

აქამდე ეგონათ, მიწათმოქმედება შუმერში  წარმოიშვა, ახლა კი უკვე ცნობილია, რომ მიწათმოქმედება საქართველოში წარმოიშვა. სელის მოყვანა აქ 330 საუკუნის წინათ დაიწყეს, როცა შუმერში ეს მხოლოდ 130 საუკუნის წინ მოხდა. კერძოდ ჭიათურაში, ძოძუანას მღვიმეში (2009 წელს ჭიათურაში, ძუძუანას მღვიმეში ადრეული ზედაპალეოლითური (34000 წლის) გრეხილი ველური სელის ძაფის ბოჭკოები იპოვეს. დღემდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი ძაფი, ჭინჭრისგან დამზადებული, აღმოჩენილი იყო დოლნივესტონიცაში, ჩეხეთში (ძვ.წ. 29000წ.). დღეს კი თამამად შეიძლება.) აღმოჩენილი პირველი ნაქსოვი ქსოვილი, რომელიც დამზადებულია სელისგან, ადგილობრივმა მიწათმოქმედებმა მოიყვანეს  მათივე მიწებზე და ამ სელისგან მოქსოვეს ტანსაცმელი. ეს ნიშნავს, რომ სამიწათმოქმედო ცოდნა პროტოშუმერებმა მესოპოტამიისკენ გადასახლებისას აქედან წაიღეს, ხოლო შემდეგ იქ სრულყვეს, როდესაც აღმოჩნდნენ ნაყოფიერი ნახევარმთვარის ტერიტორიებზე ტიგროსისა და ევფრატის ნაპირებზე.

რაც შეეხება ენობრივ კავშირებს – შუმერულის, სვანურის, მეგრულის, ვაინახურის და, დაღესტნის ზოგიერთი უძველესი ეთნოსის ენებს შორის, მსგავსება აშკარა და უდავოა.

ავტორი: თორნიკე ფხალაძე

წყარო: http://intermedia.ge

бизнес
რას წარმოადგენს ამერიკული BlackRock-ი, რომელიც $10.5 ტრილიონის აქტივებს მართავს?

გლობალური ფინანსური ქსოვილი სხვადასხვა ტიპის კომპანიების ურთიერთქმედებაზე დგას. ფინანსურ ეკოსისტემაში ვხვდებით, როგორც ბანკებს, ასევე ნეობანკებს და ფინტექ-კომპანიებს, საპენსიო ფონდებს, საგადახდო სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, კერძო კაპიტალის მმართველებს, ჰეჯ-ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებს. აი, სწორედ ამ ბოლო კატეგორიას განეკუთვნება ამერიკული BlackRock-ი, რომელიც სხვა ადამიანებისა და კომპანიების აქტივებს მართავს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტიციას მათ ნაცვლად დებს. გამართული ბიზნესმოდელის გარდა, ამერიკულ კორპორაციას მაღალი რეპუტაცია, ინვესტორებისთვის ფინანსური სარგებლის გენერირების დეკადების განმავლობაში დამტკიცებული შედეგები და პლანეტარული მასშტაბის კავშირები გამოარჩევს.

ამ ყველაფრის დამსახურებით, BlackRock-ი პლანეტის უდიდეს აქტივების მმართველ კომპანიად იქცა, რომლის პორტფელი, ბოლო შედეგებით, $10.5 ტრილიონად იყო შეფასებული. 2024 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ ერთ წელიწადში, ამერიკულმა კორპორაციამ აქტივების ზომა $1.4 ტრილიონით გაზარდა. ამ თანხის მასშტაბს რომ მიხვდეთ, გეტყვით, რომ მექსიკის მთლიანი შიდა პროდუქტი სწორედ $1.4 ტრილიონია, როცა ესპანეთის, ინდონეზიის და საუდის არაბეთის - ნაკლები. თუმცა BlackRock-ის ჯამური აქტივების ზომა უფრო შთამბეჭდავია, რადგან ამ მაჩვენებელს ქვეყნების მშპ-სთან თუ შევაფარდებთ, აღმოვაჩენთ, რომ მას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი უსწრებს.

რა შემოსავალს და წმინდა მოგებას აგენერირებს BlackRock-ი $10.5 ტრილიონად შეფასებული აქტივების მართვით?

2024 წლის I კვარტალში, BlackRock-მა $4.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 11%-ით მეტია, ვიდრე შარშან. შემოსავალთან ერთად, ბოლო პერიოდში მკვეთრად, კერძოდ 36%-ითაა გაზრდილი კომპანიის წმინდა მოგება, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში $1.5 მილიარდი შეადგინა. აღნიშნულ მაჩვენებლებს, უმეტესწილად, ის ფინანსური ინსტრუმენტები აგენერირებენ, რომელთაც BlackRock-ის პორტფელში ვხვდებით - აქ იგულისხმება, როგორც კომპანიების კაპიტალი, ანუ აქციები, ასევე ფიზიკური აქტივები, მათ შორის უძრავი ქონება.

აქციების კუთხით, BlackRock-ის აქტივებს შორის ყველაზე დიდი წილი მსოფლიოს უდიდეს ტექნოლოგიურ, ფარმაკოლოგიურ და ფინანსურ კომპანიებზე მოდის. BlackRock-ის აქციების პორტფელის ათი უდიდესი პოზიცია კი, შემდეგნაირად გამოიყურება:

#1 - Microsoft - $229.7 მილიარდად შეფასებული 542.02 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 5.37%)

#2 - Apple - $178.4 მილიარდად შეფასებული 1.04 მილიარდი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 4.17%)

#3 - NVIDIA - $164.66 მილიარდად შეფასებული 182.42 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 3.85%)

#4- Amazon - $115.18 მილიარდად შეფასებული 638.54 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 2.69%)

#5 - META - $77.18 მილიარდად შეფასებული 158.94 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.8%)

#6 - Alphabet (Class A) - $62.77 მილიარდად შეფასებული 415.9 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.47%)

#7 - Alphabet (Class C) - $54.11 მილიარდად შეფასებული 355.37 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.27%)

#8 - Eli Lilly - $50.78 მილიარდად შეფასებული 65.27 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.19%)

#9 - Broadcom - $46.27 მილიარდად შეფასებული 34.91 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.08%)

#10 - Berkshire Hathaway (Class B) - $45.21 მილიარდად შეფასებული 107.51 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.06%)

წყარო:https://bm.ge/

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати