USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
საქართველო გაერო-ს ანგარიშში „ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი“ დონის ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა
თარიღი:  467

ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის, ანუ უმაღლესი კატეგორიის ქვეყნებს შორის რეიტინგის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო ევროპაში მესამე სახელმწიფოა.

საზოგადოების კეთილდღეობის საზომებს შორის მსოფლიო მასშტაბით მოწინავე არის გაეროს ადამიანის განვითარების ინდექსი, რომელიც აერთიანებს კაცობრიობის განვითარების მრავალ ასპექტს, ეკონომიკურს, სოციალურს, შესაძლებლობებს, არჩევანის თავისუფლებას და ა.შ. იგი ფოკუსირებულია ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაზე. მიღებული ქულების შესაბამისად ქვეყნები 4 კატეგორიად ნაწილდება შესაბამისად ადამიანური განვითარების „ძალიან მაღალი“, „მაღალი“, „საშუალო“ და „დაბალი“ დონის მიხედვით.

ადამიანის განვითარების 2023/2024 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველომ წინა წელთან შედარებით ადამიანის განვითარების ინდექსში (HDI) შეფასება გაიუმჯობესა და 60-ე ადგილზე გავიდა. ამასთან საქართველოს ზედიზედ მესამეჯერ მიენიჭა „ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის“ სტატუსი. ადამიანის განვითარების ინდექსის სარეიტინგო პოზიციის ხანგრძლივი, ანუ 7 წლიანი, გაუმჯობესებით „ძალიან მაღალი დონის ქვეყნებს“ შორის საქართველო მსოფლიოში 11-ეა, ევროპაში კი მესამე (ირლანდიის და ხორვატიის შემდეგ). აღნიშნულ პერიოდში საქართველო რეიტინგში 4 ადგილით დაწინაურდა.

აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მესამე ანგარიშია, რაც საქართველო „ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი“ დონის მქონე ქვეყნის სტატუსს ოფიციალურად ატარებს. ადამიანის განვითარების მსოფლიო რეიტინგში გაერომ საქართველო 2000 წლიდან ჩართო. 2000 წელს ქვეყანა 69-ე ადგილზე გავიდა, 2012 წელს კი 71-ე ადგილამდე გაიუარესა სარეიტინგო პოზიცია, 2012 წლის შემდეგ კი ჩვენს ქვეყანას რეიტინგი 11 ადგილით აქვს გაუმჯობესებული და სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის სტატუსს ატარებს.

საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის წევრ ბულგარეთს, ნატოს წევრ ჩრდილოეთ მაკედონიას და ალბანეთს, პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინას, მოლდოვას, ბელარუსს, ყაზახეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს და ა.შ.

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის