USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
საქართველო 100,000 მოსახლეზე COVID-19-ის გავრცელების დინამიკით მსოფლიოში პირველია
თარიღი:  897

The New York Times-ის კორონავირუსის გლობალური სტატისტიკის მიხედვით, 100,000 მოსახლეზე გაანგარიშებით, საქართველო COVID-19-ის გავრცელების უკანასკნელი დინამიკით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 7-დღიანი საშუალო მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე 101-ს შეადგენს, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. 

მსოფლიოს ქვეყნები, სადაც ამჟამად ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი დინამიკაა:

1) საქართველო - ვირუსის გავრცელების 7-დღიანი საშუალო 100,000 მოსახლეზე - 101 შემთხვევა;

2) დიდი ბრიტანეთის მენის კუნძული - ვირუსის გავრცელების 7-დღიანი საშუალო 100,000 მოსახლეზე - 100 შემთხვევა;
3) ფიჯი - ვირუსის გავრცელების 7-დღიანი საშუალო 100,000 მოსახლეზე - 97 შემთხვევა;
4) კუბა - ვირუსის გავრცელების 7-დღიანი საშუალო 100,000 მოსახლეზე - 79 შემთხვევა;
5) სვაზილენდი ვირუსის გავრცელების 7-დღიანი საშუალო 100,000 მოსახლეზე - 64 შემთხვევა;
6) მალაიზია - ვირუსის გავრცელების 7-დღიანი საშუალო 100,000 მოსახლეზე - 60 შემთხვევა;
7) გიბრალტარი - ვირუსის გავრცელების 7-დღიანი საშუალო 100,000 მოსახლეზე - 58 შემთხვევა;
8) ბოთსავანა - ვირუსის გავრცელების 7-დღიანი საშუალო 100,000 მოსახლეზე - 46 შემთხვევა;
9) ირანი - ვირუსის გავრცელების 7-დღიანი საშუალო 100,000 მოსახლეზე - 45 შემთხვევა;
10) კვიპროსი - ვირუსის გავრცელების 7-დღიანი საშუალო 100,000 მოსახლეზე - 44 შემთხვევა;

10 აგვისტოს, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან რეკორდული რაოდენობის 5,697 ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ასევე რეკორდულია გარდაცვლილთა რაოდენობაც, რადგან ბოლო 24 საათში ვირუსმა 54 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის