USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
საქართველო - სერბეთი 94:90 ჩვენი კალათბურთელების საოცარი გამარჯვება
Date:  1259

დასრულდა  "ევრობასკეტ 2021"-ს შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩი, ბელგრადში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო კალათბურთის ერთერთ გრანდს, სერბეთის გუნდს დაუპირისპირდა. მატჩი, რომელიც საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, ქართველი კალათბურთელების სენსაციური გამარჯვებით ანგარიშით 94-90 დასრულდა.

მატჩი სერბების უპირატესობით დაიწყო და მათ პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებს 10 ქულით მოუგეს - 28-18. შემდეგ ქართველებმა თამაში საგრძნობლად გამოასწორეს და მესამე მეოთხედის ბოლოს ანგარიშში სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა - 67-65.

თამშის ბედი მეოთხე ტაიმში ძალიან დაძაბულ ბრძოლაში გადაწყდა. ქართველი კალათბურთელები თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ერთი ქულით წინ გავიდნენ, ხოლო მატჩის დასრულებამდე 6,8 წამით ადრე მასპინძლებს 2 ქულით - 90-92 უგებდნენ, რა დროსაც მასპინძლები დაჯარიმდნენ და მაკფადენმა საჯარიმო ტყორცნებით ქართველი კალათბურთელები კიდევ უფრო დააწინაურა 90-94.

აღსანიშნავია, რომ როგორც "ევრობასკეტ-2021"-ის ერთერთი მასპინძელი, საქართველოს ნაკრები ავტომატურად მონაწილეობს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში და მისთვის ჯგუფში დაკავებულ ადგილს მნიშვნელობა არ აქვს.

sport
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way