დასრულდა "ევრობასკეტ 2021"-ს შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩი, ბელგრადში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო კალათბურთის ერთერთ გრანდს, სერბეთის გუნდს დაუპირისპირდა. მატჩი, რომელიც საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, ქართველი კალათბურთელების სენსაციური გამარჯვებით ანგარიშით 94-90 დასრულდა.
მატჩი სერბების უპირატესობით დაიწყო და მათ პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებს 10 ქულით მოუგეს - 28-18. შემდეგ ქართველებმა თამაში საგრძნობლად გამოასწორეს და მესამე მეოთხედის ბოლოს ანგარიშში სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა - 67-65.
თამშის ბედი მეოთხე ტაიმში ძალიან დაძაბულ ბრძოლაში გადაწყდა. ქართველი კალათბურთელები თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ერთი ქულით წინ გავიდნენ, ხოლო მატჩის დასრულებამდე 6,8 წამით ადრე მასპინძლებს 2 ქულით - 90-92 უგებდნენ, რა დროსაც მასპინძლები დაჯარიმდნენ და მაკფადენმა საჯარიმო ტყორცნებით ქართველი კალათბურთელები კიდევ უფრო დააწინაურა 90-94.
აღსანიშნავია, რომ როგორც "ევრობასკეტ-2021"-ის ერთერთი მასპინძელი, საქართველოს ნაკრები ავტომატურად მონაწილეობს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში და მისთვის ჯგუფში დაკავებულ ადგილს მნიშვნელობა არ აქვს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.
„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589
ვიდეო ინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro
სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299
საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.