საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ნიდერლანდებთან ფრედ, ანგარიშით 1-1 ითამაშა
ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ზურიკო დავითაშვილმა გახსნა, თუმცა ბოლო წამებზე ნიდერლანდელებმა გათანაბრება შეძლეს. მსაჯის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე გოლი ტეილორმა გაიტანა. 3 მატჩის შედეგად, საქართველოს ნაკრებმა 5 ქულა მოიპოვა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ტურნირის პლეიოფში გავიდა.
ამასთან, შეხვედრას 43 004 მაყურებელი დაესწრო, რაც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დასწრების ახალი რეკორდია. წინა რეკორდი 41 887 მაყურებელი ასევე „დინამო არენაზე“, 24 ივნისს, საქართველოსა და ბელგიის მატჩზე დაფიქსირდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.
„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589
ვიდეო ინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro
სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299
საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.