ვენესუელაში სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კარაკასის ქუჩებში ათასობით ადამიანი მას შემდეგ გავიდა, რაც ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ გაიმარჯვა. ოპოზიციაში კი ამტკიცებენ, რომ გამარჯვებული მათი კანდიდატი ედმუნდო გონსალესია, რომელმაც ხმათა 73,2% მიიღო.
რამდენიმე დასავლურმა და ლათინური ამერიკის ქვეყანამ, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის გაერომ, მადუროს მთავრობას საარჩევნო უბნებზე მიღებული შედეგების გასაჯაროებისკენ მოუწოდეს.
ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოცხადდა. საარჩევნო კომისიის ცნობით, მან ხმების 51% დააგროვა. შედეგებს აპროტესტებს ვენესუელის ოპოზიცია, რომელიც ირწმუნება, რომ არჩევნები გაყალბდა და რეალური გამარჯვებული მათი კანდიდატია.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.