USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
საპროტესტო აქციები ვენესუელაში - ვენესუელის ოპოზიცია, რომელიც ირწმუნება, რომ არჩევნები გაყალბდა
თარიღი:  

ვენესუელაში სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კარაკასის ქუჩებში ათასობით ადამიანი მას შემდეგ გავიდა, რაც ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ გაიმარჯვა. ოპოზიციაში კი ამტკიცებენ, რომ გამარჯვებული მათი კანდიდატი ედმუნდო გონსალესია, რომელმაც ხმათა 73,2% მიიღო.

რამდენიმე დასავლურმა და ლათინური ამერიკის ქვეყანამ, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის გაერომ, მადუროს მთავრობას საარჩევნო უბნებზე მიღებული შედეგების გასაჯაროებისკენ მოუწოდეს.

ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოცხადდა. საარჩევნო კომისიის ცნობით, მან ხმების 51% დააგროვა. შედეგებს აპროტესტებს ვენესუელის ოპოზიცია, რომელიც ირწმუნება, რომ არჩევნები გაყალბდა და რეალური გამარჯვებული მათი კანდიდატია.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის