USD 2.6114
EUR 3.0318
RUB 3.0289
თბილისი
საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე - დანაზოგებზე დარიცხული მიმდინარე რეალური სარგებელი უარყოფითია
თარიღი:  2651

საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე აცხადებს, რომ საპენსიო ანგარიშებზე არსებულ თანხებზე მაღალი ინფლაციის გამო, დანაზოგებზე დარიცხული მიმდინარე რეალური სარგებელი უარყოფითია, თუმცა ინფლაციის მსგავსი მაჩვენებელი, იმედია, დიდხანს არ გაგრძელდება. ამ თემაზე მან "Forbes კვირის" ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, რეალური შემოსავლიანობა, რაც განისაზღვრება დარიცხულ სარგებელს გამოკლებული ინფლაცია, ფონდზე ახლა უარყოფითია და გარკვეული პერიოდი ეს ნამდვილად ასე გაგრძელდება, შესაძლოა, 1 წელი და მეტიც.

„მსოფლიოში დღეს ასეთი პროგნოზებია. მერე შეიძლება მაჩვენებლები შეიცვალოს კიდეც. თუ ასე გაგრძელდა, ხოლო ეს ფონდი მთლიანად ბანკში დარჩა, სადღაც მინუსში ან/და ნულთან ახლოს იქნება, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თითოეული ბენეფიციარის გადმოსახედიდან საპანიკო ნამდვილად არაფერია. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს გრძელვადიანი საკითხია, ინფლაცია დასრულდება ოდესმე და საპენსიო ფონდიც, რა თქმა უნდა, დადებით შემოსავლიანობაზე გავა.

ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ყოველ მონაწილეს, როდესაც საკუთარ განკარგვად შემოსავალს ზოგავს, განთავსებისთანავე, მომენტალურად ერიცხება 275% სარგებელი ანუ მისი განკარგვადი თანხა, რაც მან დაზოგა, პირდაპირ ოთხმაგდება. ხალხს კი დანაზოგი გაუოთხმაგდათ, მაგრამ იმასაც ვპირდებოდით, რომ მერე ამ ფულის ინვესტირებას მოვახდენდით სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტში, დივერსიფიცირებული სახით და შემდგომ ისინი კიდევ დამატებით სარგებელს მიიღებდნენ“, - განაცხადა სურგულაძემ და დასძინა, რომ სააგენტოს კალკულატორებიც ამაზე იყო გათვლილი.

„ჩვენი კალკულატორებიც ამაზე იყო გათვლილი, როდესაც ვითვლიდით თუ რამდენი იქნებოდა ჩანაცვლების კოეფიციენტი, როცა ხალხი პენსიაზე გავიდოდა. ასე რომ, უარყოფითი შემოსავლიანობა ჩვენს კალკულატორებში არ დევს. შესაბამისად, ინფლაცია კარგი არ არის, მაგრამ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ოდესმე დასრულდება. ჩემი აზრით, ახლა ეს არ არის არსებითი და საპანიკო თემა", - აცხადებს სურგულაძე.

ინფორმაციისთვის, საპენსიო დანაზოგები ამჟამად 8 კომერციული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებზე, ასევე სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე არის განთავსებული. ამ აქტივებს უკანასკნელი მონაცემებით, საშუალოდ წლიური 11% საპროცენტო სარგებელი ერიცხება. სააგენტოს ფასიან ქაღალდებში ინვესტირება ჯერ არ დაუწყია, ამ მიზნით მან 1 ოქტომბერს “საქართველოს ბანკთან” სპეციალიზებული დეპოზიატირს ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რის შედეგადაც მას სხვადასხვა ფასიან ქაღალდში ინვესტირება შეეძლება.

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის