USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Tbilisi
საპენსიო სააგენტოს ანგარიში - საპენსიო ფონდის ზომა 4.4 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც დარიცხული სარგებელი 857 მილიონი ლარია
Date:  597

საქართველოს საპენსიო სააგენტო 2023 წლის საინვესტიციო საქმიანობის შედეგების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის ზომა 4.4 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც დარიცხული სარგებელი 857 მილიონი ლარია. ანგარიშში საუბარია, როგორც ადგილობრივ საფინანსო ბაზარზე არსებული ინვესტიციებიდან (სადეპოზიტო სერტიფიკატებიდან და ფასიანი ქაღალდებიდან) მიღებულ შემოსავლებზე, ასევე გლობალურ აქციებში ჩადებული აქტივებიდან მიღებულ სარგებელზე. გლობალურ აქციებს შორის საპენსიო სააგენტო მიუთითებს, რომ სამხრეთ ამერიკული აქციები განსაკუთრებით შემოსავლიანი აღმოჩნდა, თუმცა ამ მიმართულებით აქციების მხოლოდ მცირე ნაწილია დაბანდებული.

მთლიანობაში გლობალურ აქციებში ინვესტირებულია საპენსიო ფონდის მთლიანი ღირებულების 19.2%, რაც ამჟამად დაახლოებით 841 მილიონი ლარია. აქედან ყველაზე მეტი თანხა 41.5% ჩადებულია ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან საფონდო ინდექსში S&P 500-ში, რომელიც თავისმხრივ მოიცავს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Microsoft, Google, Amazon, NVIDIA და სხვა. რაც შეეხება სამხრეთ ამერიკულ ინდექსს - ILF-ს, მასში გლობალური აქციების წილის მხოლოდ 8.3% არის ინვესტირებული, რაც 70 მილიონ ლარს შეადგენს. სწორედ ამ მიმართულებით არსებულ კარგ შედეგებზე გამოაქვეყნა ინფორმაცია საპენსიო სააგენტომ.

"2023 წელი გლობალური აქციების ბაზრებისთვის საკმაოდ კარგი აღმოჩნდა. დადებითი დინამიკა შენარჩუნდა დეკემბერშიც და ძირითადმა საფონდო ინდექსებმა დაბალი ერთნიშნა ზრდა დააფიქსირეს.

განსაკუთრებით კარგი აღმოჩნდა 2023 წელი ლათინური ამერიკის აქციებისთვის, რომლებიც 2023 წელს 25.1%-ით გაიზარდნენ. საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში 8.3% ლათინური ამერიკის კომპანიებზე მოდის.

31 დეკემბრის მდგომარეობით გლობალური აქციების წილი ჯამურ საპენსიო აქტივებში 19.2% იყო. საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელის 43.4% ჩრდილოეთ ამერიკაშია ინვესტირებული, 18.5% განვითარებული აზიის რეგიონში, ხოლო 17.6% ევროპაში,"- ნათქვამია საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საპენსიო დანაზოგების გლობალური აქციები ასე ნაწილდება:

გლობალური აქციები/ფონდები საინვესტიციო პორტფელის ზომა (მლნ ლარი) წილი აქციებში
SPDR S&P 500 ETF Trust (SPY) 349 მილიონი ლარი 41.5%
Vanguard FTSE Pacific ETF (VPL) 156 მილიონი ლარი 18.5%
Vanguard FTSE Europe ETF (VGK) 148 მილიონი ლარი 17.6%
iShares Latin America 40 ETF (ILF) 70 მილიონი ლარი 8.3%
Vanguard FTSE EM Markets ETF (VWO) 103 მილიონი ლარი 12.2%
Franklin FTSE Canada ETF (FLCA) 16 მილიონი ლარი 1.9%
სრული პორტფელი 841 მილიონი ლარი 100%
World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way