USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
Tbilisi
საპენსიო აქტივების ღირებულება 2.096 მილიარდი ლარია. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 292 მილიონი ლარია
Date:  909

2022 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.096 მილიარდი ლარია, აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 292 მილიონი ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლიური მომგებიანობა 11.6%, ხოლო ფონდის გაშვების დღიდან მომგებიანობა 33%-ს შეადგენს.

,,პორთფელის 36% ცვალებად საპროცენტო განაკვეთში (მიმდინარე სარგებლიანი ანგარიშები), ხოლო 64% ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში (სადეპოზიტო სერთიფიკატები) 100% ლარში, 9 კომერციულ ბანკშია განთავსებული. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა ოდენობა შეადგენს 1 მილიონ 250 ათას მონაწილეს. დაგროვებითი პენსიით კი, ამ დროისთვის 1,524-მა ადამიანმა ისარგებლა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way