USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
„საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაფუჭება რომ არ გვსურს, ეს მემგონი ცალსახაა და ასეც უნდა იყოს“- ირაკლი კობახიძე
Date:  812

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის შესახებ ილაპარაკა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში. როგორც ის აღნიშნავს, ომბუდსმენს ჰქონოდა შესვლის სურვილი და აქ გამოხატა წინააღმდეგობა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა. კობახიძის თქმით, სხვა შემთხვევაში მას წინააღმდეგობაა არ გამოუხატავს.

 

„მაგრამ როდესაც სახელმწიფო სტრუქტურებს და კონსტიტუციურ ორგანოებს ეხება საქმე, ყველას უნდა ჰქონდეს, შესვლის საშუალება“, - განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე, „თქვენ ძალიან რბილ განცხადებას აკეთებთ მეუფე სპირიდონთან დაკავშირებით, ურთიერთობის გაფუჭება არ გსურთ საპატრიარქოსთან?“ კობახიძე პასუხობს: „საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაფუჭება რომ არ გვსურს, ეს მემგონი ცალსახაა და ასეც უნდა იყოს“.

ირაკლი კობახიძის თქმით, ხისტი განცხადებები არ არის საქმისთვის გამოსადეგი.

„ჩვენთვის მთავარია, ჩავეძიოთ, შევისწავლოთ, არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი, ბავშვებს, როდესაც ეხება თემა; საკითხი არის ძალიან მგრძნობიარე, როდესაც ეკლესიას ეხება თემა, ამ შემთხვევაშიც არის ძალიან მგრძნობიარე. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა განსხვავებით სხვა სუბიექტებისგან“, - აღნიშნა მან.

როგორც კობახიძე ამბობს, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ნინოწმინდის პანსიონატში რაიმე სისტემური ძალადობა ხდებოდა.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცნობით, ნინოწმინდის პანსიონატის დატოვების სურვილი 16-მა ბავშვმა გამოთქვა.

 

ორი დღის წინ, ნინო ლომჯარიამ სამართალდამცავი უწყებებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განაცხადა, რომ 4 გამოძიებაა დაწყებული ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე.

3 ივნისს რადიო თავისუფლებას პანსიონში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე უამბო 19 წლის ბიჭმა, რომელმაც პანსიონი 15 წლის ასაკში დატოვა.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way