USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
საპატრიარქოს განცხადება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
 2265
გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინა დღებში რუსთაველის პროსპექტზე განვითარებულ მოვლენებს. დამაფიქრებელია ის დაძაბული ვითარება და პოლარიზება, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებულმა ბოლოდროინდელმა აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია.
 
სამწუხაროდ ადამიანები დაუფარავად ავლენენ ერთმანეთისადმი სიძულვილს, კატეგორიულ მიუღებლობას და რადიკალურ დამოკიდებულებას განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო, უთანხმოება ყოველდღიურად ღრმავდება და კრიზისში შედის.
 
როგორიც არ უნდა იყოს გარეშე პირობები, ამ ვითარებაში, სამოქალაქო მშვიდობის დასაცავად, ყველას გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს, ეკლესიას, არასამთავრობო თუ პოლიტიკურ სპექტრს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ასეთ რთულ პერიოდში ყვეასთვის ზიანის მომტანი იქნება, შეურაცხმყოფელი მოქმედებები როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების და განსაკუთრებით სამართალდამცავების მიმართ, ასევე აზრის მშვიდობიანად გამოთქმის უფლების დარღვევა ან ძალის შესაძლო გადამეტება.
 
დღეს, საპროტესტო შეკრების ადგილზე ძალიან ბევრი სამშობლოს ბედით გულანთებული ახალგაზრდა დგას, ისინი სწორედ იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომელთაც საქართველოს მომავალი უნდა შექმნან. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავალის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ პროცესის დიალოგის ფორმატში გადატანით ხელს შევუწყობთ მოვლენების მშვიდოიანად წარმართვას და თავიდან ავიცილებთ ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისათვის დამაზიანებელ შედეგებს.
 
ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი და საქართველო.
საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის