USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
საპატრიარქო მედიასაშუალებებთან ურთიერთობის ფორმას ცვლის
дата:  453

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა დეკანოზმი ანდრია ჯაღმაიძემ TV პირველის ეთერში განაცხადა,რომ მედიასთან ურთიერთობის ფორმას ცვლის.

მისი განცხადებით, სხვადასხვა ტელევიზიების მიერ გახშირდა სასულიერო პირებზე დეზინფორმაციის გავრცელების ფაქტები.

„მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ კორექტული ურთიერთობა იმ მედიასაშუალებებთან, რომლის ეთერშიც მსგავსი სიუჟეტები გავიდა.

ვცდილობთ მაქსიმალურად, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ რა ხდება საპატრიარქოს ირგვლივ.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ფუნქცია სწორედ მსგავსი ცილისწამებისთვის ნათელის მოფენება, ცრუბრალდებების აღმოფხვრა და ეკლესიის რეალური მოღვაწეობის შესახებ საზოგადოებისთვის მართებული ინფორმაციის მიწოდებაა“,- აცხადებს დეკანოზი ჯაღმაიძე.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати