USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
საპატრიარქო: არასწორია ინფორმაცია, თითქოს დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა საეკლესიო სასჯელი დროშის დაწვის გამო მიიღო
თარიღი:  401

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა საეკლესიო სასჯელი დროშის დაწვის გამო მიიღო.

საპატრიარქო გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, რომ დეკანოზის სასჯელის მიზეზი სასულიერო პირთა მიმართ, მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამებია.

განცხადებას საპატრიარქო თან ურთავს საქართველოს საპატრიარქოს სინოდალური კომისიის დასკვნასაც, რომლის თანახმადაც, სხდომა მიმდინარე წლის 26 დეკემბერს გაიმართა, სადაც აღნიშნული საკითხი განიხილეს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ წვავენ მღვდლები ევროკავშირის დროშებს, მათ შორის არის დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი. სასულიერო პირებმა ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს ლაშა შარუხიას, რომელსაც მცხეთის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის საქმეზე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის