USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Tbilisi
საპატრიარქო - საზოგადოებაში საპროტესტო აქციების პარალელურად სიძულვილმა ზღვარს მიაღწია, არ ჩანს ორმხრივი დიალოგისა და დისკუსიის მზაობა, რაც სასურველი იქნებოდა
Date:  793

მოწმენი ვართ სიძულვილის უკიდურესი გამოვლინებებისა. სამწუხაროა, რომ საქმე ოკულტურ რიტუალებამდეც მივიდა და მჩხიბაობის აქტიც შედგა - ქრისტიან ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ მჩხიბაობა არ შეიძლება გასართობ სანახაობად აღიქმებოდეს, ეს გვაშორებს ღმერთს და გვმართებს სიფრთხილე, - ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს, რითაც საპროტესტო აქციების დროს რუსთაველის გამზირზე გამართულ პერფორმანსს, კერძოდ კუბოს დაწვას ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარზე პასუხისმგებლობა აქციის ორგანიზატორებს ეკისრებათ.

„დღეს საზოგადოებაში საპროტესტო აქციების პარალელურად სიძულვილმა ზღვარს მიაღწია, არ ჩანს ორმხრივი დიალოგისა და დისკუსიის მზაობა, რაც სასურველი იქნებოდა.

მოწმენი ვართ სიძულვილის უკიდურესი გამოვლინებებისა. სამწუხაროა, რომ საქმე ოკულტურ რიტუალებამდეც მივიდა და მჩხიბაობის აქტიც შედგა. ამას გარდა, პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე გამართული სანახაობის დროს მომიტინგეებმა გამოიყენეს კუბო, რომელზეც მაცხოვრის გამოსახულება იყო ამოკვეთილი. ამ წარმოდგენის დროს აქციის მონაწილეებმა კუბო და მასზე მაცხოვრის გამოსახულება დაწვეს.

რაოდენ სამწუხაროა, რომ ასეთი ქმედებები კიდევ უფრო აპირისპირებს საზოგადოებას. ეს ყველაფერი გააზრებული მკრეხელობაა მათი მხრიდან, ვინც დააორგანიზა სანახაობები ან შეგნებულად მონაწილეობდა მათში, მეტი პასუხისმგებლობაც სწორედ ორგანიზატორებს ეკისრებათ.

ეს და მსგავსი ფაქტები გვახსენებს ეკლესიების დარბევისა და შეურაცხყოფის მძიმე პერიოდს, რომელიც ჩვენს უახლოეს წარსულში გამოვცადეთ. ვფიქრობთ, ამ ქმედებებში ნაწილი მომიტინგეებისა გაუაზრებლად აღმოჩნდა, თუმცა ყველა შემთხვევაში მართებთ მათ ამ აქტების სიმძიმის გაცნობიერება და შესაბამისი სინანული.

ქაშუეთის ტაძარში მომიტინგეთა დასახმარებლად სასულიერო პირები ყოველღამე ათენებენ, მომიტინგეების ნაწილი კი ტაძარში შედის და მათთან ერთად ლოცულობს. ბუნებრივია, ამის პარალელურად ტაძრის მიმდებარედ მსგავსი რიტუალები მიზანმიმართულ პროვოკაციას წარმოადგენს და ასევე შეურაცხმყოფელია მორწმუნეთათვის, განურჩევლად იმისა, მომიტინგეთა შორის არიან თუ არა ისინი.

ქრისტიან ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ მჩხიბაობა არ შეიძლება გასართობ სანახაობად აღიქმებოდეს, ეს გვაშორებს ღმერთს და გვმართებს სიფრთხილე, უნებურად არ აღმოვჩნდეთ ოკულტური მსახურების მონაწილენი.

საქართველო ქრისტიანობისთვის მოწამეთა ქვეყანაა და გზა, რომელიც სიწმინდეების გათელვაზე გაივლის, დამღუპველია.

უფალმა მოგვანიჭოს გული გონიერი, სიმდაბლე და ურთიერთსიყვარული“, - ნათქვამია განცხადებაში.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way