USD 2.7320
EUR 3.1087
RUB 3.4775
Тбилиси
საპარტნიორო ფონდის მიერ დაფინანსებული "იმერეთი გრინერი" გაკოტრდა
дата:  805

საპარტნიორო ფონდის მიერ $4.8 მილიონი დოლარით დაფინანსებული კომპანია "იმერეთი გრინერიში" გაკოტრების ანუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყო. ქალაქ ქუთაისის სასამართლომ შესაბამისი განჩინება უკვე გამოსცა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, კომპანიაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების განაცხადი თავად საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის. 

"სს „საპარტნიორო ფონდის“ (ს/ნ 404404550) წარმომადგენლის განცხადება შპს „იმერეთი გრინერის“ (ს/ნ 404389666) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, მიღებული იქნეს სასამართლოს წარმოებაში.

მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.

შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება", - ნათქვამია სასამართლოს განჩინებაში. 

"იმერეთი გრინერის" პროექტი ფონდმა 2016 წელს დააფინანსა, სასათბურე მეურნეობა ძირითადად ბოსტნეულის წარმოებით იყო დაკავებული. 

"იმერეთი გრინერი" "საპარტნიორო ფონდისა“ და ჰოლანდიური კომპანია „Food Venture“-ის ერთობლივი პროექტია. ასევე, პროექტის პარტნიორები არიან ჰოლანდიური კომპანია „Food venture B.V“, „თიბისი ჯგუფი" და Georgian Fresh holding B.V, რომლებმაც სასათბურე მეურნეობის განვითარების ოპერირების მიზნით, „შპს იმერეთი გრინერი" დააფუძნეს," - ნათქვამია საპარტნიორო ფონდის 2016 წლის განცხადებაში. განცხადების თანახმად, კომპანიაში 50-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, შპს "იმერეთი გრინერის" დირექტორი ნიდერლანდების მოქალაქე დიედერიკ თეოდორიკ ალევენია. თავად კომპანიის 62.35%-იანი წილი ეკუთვნის ნიდერლანდებში დაფუძნებულ კომპანია Georgian Fresh Holding B.V.,-ის, 37.65%-იანი წილის მფლობელი კი თავად "საპარტნიორო ფონდია".

წყარო:https://bm.ge/

Тбилиси
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати