USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
საოცარი მარგალიტები, რომლებმაც დაიპყრეს მსოფლიო
дата:  3256

საოცარი მარგალიტები

მსოფლიოში ბევრია ძვირფასი ქვები, რომლებსაც ადამიანებივით საკუთარი სახელები გააჩნიათ. მათი კვალი საუკუნეებს და ქვეყნებში იკარგება. ადამიანები აგროვებენ ძვირფასეულობას, მაგრამ თავის მხრივ ძვირფასი ქვებიც  დაიტრაბახებენ „ისტორიული“ პატრონებით. წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და დიდ მარგალიტებს.

პელეგრინა.

ეს მარგალიტი ერთ ერთი ყველაზე იდუმალია ისტორიაში. უცნობია მისი აღმოჩენის ადგილი. უნიკალურ მარგალიტს  „კიდევ ერეთი ცნობილი მარგალიტის პერეგრინას“ დას უწოდებდნენ. სახელის და ფორმის (ორივეს პრაქტიკულად იდეალური მსხლის ფორმა აქვს)  მსგავსების გამო მათ ხშირად ერთმანეთში ურევენ. პელეგრინა იუსუპოვების გვარის  კოლექციის „მარგალიტად“ ითვლებოდა. ცნობილია, რომ თავის დროზე მარგა­ლიტი ესპანეთის მეფეს ფილიპე IV ეკუთვნოდა, ორმელმაც მე-17  საუკუნეში თავის ქალიშვილს მარია-ტერეზას აჩუქა. არსებობს ლეგენდა, რომ ერთხელ რასპუტინი დაინტერესდა ფელიქს იუსუ­ პოვის ორი მარგალი­ტით - ულამა­ზესი ირინათი და პელეგრინათი და სწორედ ამ საბაბით იქნა მიწვეული იუსუპოვების სასახლეში. როგორც ჩანს რევოლუციის შემდეგ იუსუპოვებმა შეძლეს მარგალიტის საზღვარგარეთ გატანა და 1953 წელს თავადმა ფელიქსმა მარგალიტი ჟენევის ცნობილ იუველირს ჟან ლომბარს მიყიდა

 პერეგრინა („მოარული მარგალიტი“ )

იუსუპოვების „პელეგრინას“ უფროსი და“პერეგრინა“უდაოდ შეიძლება ყველაზე ცნობილ მარგალიტად ჩაითვალოს . მარგალიტი XVI საუკუნეში პანამის ნაპირებთან იპოვეს. ლეგენდის თანახმად მონამ, რომელმაც ის იპოვა მადლ­ერების ნიშნად თავისუფლება მიიღო. რარიტეტის პირველი მფლობელი ესპანეთის მეფე ფილიპე II იყო. შემდეგ მარგალიტმა რამდენჯერმე შეიცვალა მეფეები და დედოფლები: მარია ტიუდორი, მარგარიტა ავსტრიელი, ნაპოლეონის ძმა ჟოზეფ ბონაპარტი და ნაპოლეონ III, პამილტონების ოჯახი და ა.შ. შემდეგ მეფეებიც და დროც შეიცვალა. XX საუკუნეში მარგალიტი ელიზაბეთ ტეილორს  ეკუთვნოდა. ერთხელ სასტუმრო „სეზარს-პალასში“ მსახიობმა ცნობილი მარგალიტი დაკარგა, საბედნიეროდ დანაკარგი მალევე იპოვეს, მსახიობის საყვარელი ლეკვი თამაშობდა უნიკალური ნივთით. ამის შემდეგ კინოვარ­სკვლავმა გადაწყვიტა აღარ გაერისკა და  Cartier -ს საიუველირო სახლთან ერთად მოიფიქრა უნიკალური  ყელსაბამის დიზაინი, რომლის მთვარი მშვენება La Peregrina  იყო. მსახიობის სიკვდილის შემდეგ 2011 წელს ყელსაბამი აუქციონზე 11,8 მილიონ დოლარად გაიყიდა.

 გოგიბუსის მარგალიტი

მარგალიტმა სახელი ფრანსუა გოგიბუსის საპატივცემულოდ მიიღო, რომელმაც მარგალიტი ვესტ-ინდოეთის კუნძულებზე შეიძინა და 1620 წელს ესპანეთში ჩამოიტანა. ლეგენდის თანახმად ვაჭარმა მთელი თავისი ქონება გადაიხადა მარგალიტში და ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ს შესთავაზა საყიდლად. როცა მონარქმა კითხა, როგორ არ შეეშინდა მთელი ქონების ერთ მარგალიტში გადახდა, ფრანსუა გოგიბუსმა უპასუხა: „არ შემეშინდა რადგან ვიცოდი, არის ესპანეთის მეფე, რომელიც ამას იყოდის“. ფილიპე IV იყიდა ამრგალიტი და სამეფო გვირგვინში მიუჩინა ადგილი.

 ალაჰის მარგალიტი (ლაო-ძის მარგალიტი)

ბუნების ეს საოცარი ქმნილება 1934 წელს იქნა ნაპოვნი, მაგრამ ცნობილ ისტორიულ ქვებზე ნაკლები ლეგენდები არც მასზეა შექმნილი. ლეგენდების თანახმად  ეს სწორედ ის მარგალიტია, რომლის გაზრდაც რამოდენიმე ათასი წლის წინ დაოსიზმის ფუძე­მდე­­ბელმა ლაო-ძიმ ცადა უნიკალური მარგალიტის მისაღებად მან კონფუცის, ბუდას და საკუთარი თავის გამოსახულებიანი ნეფრიტის ამულეტი მოათავსა ნიჟარაში და მოსწავლეებდ დაუბარა თვალი ედევნებინათ ამ პროცესისათვის. მოსწავლეებს მარგალიტი ზრდის მიხედვით სულ უფრო დიდ ნიჟარაში გადაქონდათ, მაგრამ ზღვაზე ამოვარდნილი შტორმის გამო უგზოუკვლოდ დაიკარგა. რარიტეტის მკვლევარმა მეცნიერებმა ეს ვერსია უარყვეს, მათი თქმით მარგალიტის ასკი 600 წელს არ აღემატება.

ლეგენდების ახალი ნაკადი უკვე ჩვენ დროს უკავშირდება. მარგალიტი  ფილიპინების ახლოს იპოვნეს რაც ახალგაზრდა მყვინთვს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. გიგანტური მოლუსკი ტრიდაკნა დაიკეტა და მყვინთავის ხელი მოიყოლა. როცა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ზღვაში დამხრჩვალი იპოვეს და უშველებელი ნიჟარა ამოიღეს შიგნით თითქმის 6,5 კგ მასის მარგალიტი აღმოაჩინეს. ადგილობრივი მეჩეთის მოლამ უცნაური ფორმის მარგალიტში ადამიანის ჩალმიანი თავი დაინახა და „ალაჰის მარგალიტი“ უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ მარგალიტს არ გააჩნია ჩვეული პერლამუტრის ელვარება, სადღეისოდ ის შეფასებულია 40 მილიონ დოლარად. საგანძურის შენახვის ზუსტი დგილი ცნობილი არ არის, არის მონაცემები რომ მარგალიტი ნიუ-იორკშია.

 ახალი რეკორდსმენი

როგორც ჩანს 6 კილოგრამიანი მარგალიტი ზღვარი არ არის. რამო­დენიმე წლის წინ The Daily Mail  იტყობინებოდა, რომ ფილიპინებზე იპოვეს მარგალიტი  წონით 34 კგ! სიგრძე -67 სმ, სიგანე - 60 სმ. ეს ბუნების საოცრება თითქოს ჯერ კიდევ 10 წლის წინ იპოვა მეთევზემ და უბრალოდ  როგორც ამულეტს ისე ინახავდა სახლში. მეზობლებმა ის სრულიად შემთხვევით, ბედნიერი მფლობელის სახლში გაჩენილი ხანძრის შემდეგ ნახა. მარგალიტი ქალაქში დატოვეს და ექსპერტიზის დამთვრებამდე მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მისმა

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати