საოცარი მარგალიტები
მსოფლიოში ბევრია ძვირფასი ქვები, რომლებსაც ადამიანებივით საკუთარი სახელები გააჩნიათ. მათი კვალი საუკუნეებს და ქვეყნებში იკარგება. ადამიანები აგროვებენ ძვირფასეულობას, მაგრამ თავის მხრივ ძვირფასი ქვებიც დაიტრაბახებენ „ისტორიული“ პატრონებით. წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და დიდ მარგალიტებს.
პელეგრინა.
ეს მარგალიტი ერთ ერთი ყველაზე იდუმალია ისტორიაში. უცნობია მისი აღმოჩენის ადგილი. უნიკალურ მარგალიტს „კიდევ ერეთი ცნობილი მარგალიტის პერეგრინას“ დას უწოდებდნენ. სახელის და ფორმის (ორივეს პრაქტიკულად იდეალური მსხლის ფორმა აქვს) მსგავსების გამო მათ ხშირად ერთმანეთში ურევენ. პელეგრინა იუსუპოვების გვარის კოლექციის „მარგალიტად“ ითვლებოდა. ცნობილია, რომ თავის დროზე მარგალიტი ესპანეთის მეფეს ფილიპე IV ეკუთვნოდა, ორმელმაც მე-17 საუკუნეში თავის ქალიშვილს მარია-ტერეზას აჩუქა. არსებობს ლეგენდა, რომ ერთხელ რასპუტინი დაინტერესდა ფელიქს იუსუ პოვის ორი მარგალიტით - ულამაზესი ირინათი და პელეგრინათი და სწორედ ამ საბაბით იქნა მიწვეული იუსუპოვების სასახლეში. როგორც ჩანს რევოლუციის შემდეგ იუსუპოვებმა შეძლეს მარგალიტის საზღვარგარეთ გატანა და 1953 წელს თავადმა ფელიქსმა მარგალიტი ჟენევის ცნობილ იუველირს ჟან ლომბარს მიყიდა
პერეგრინა („მოარული მარგალიტი“ )
იუსუპოვების „პელეგრინას“ უფროსი და“პერეგრინა“უდაოდ შეიძლება ყველაზე ცნობილ მარგალიტად ჩაითვალოს . მარგალიტი XVI საუკუნეში პანამის ნაპირებთან იპოვეს. ლეგენდის თანახმად მონამ, რომელმაც ის იპოვა მადლერების ნიშნად თავისუფლება მიიღო. რარიტეტის პირველი მფლობელი ესპანეთის მეფე ფილიპე II იყო. შემდეგ მარგალიტმა რამდენჯერმე შეიცვალა მეფეები და დედოფლები: მარია ტიუდორი, მარგარიტა ავსტრიელი, ნაპოლეონის ძმა ჟოზეფ ბონაპარტი და ნაპოლეონ III, პამილტონების ოჯახი და ა.შ. შემდეგ მეფეებიც და დროც შეიცვალა. XX საუკუნეში მარგალიტი ელიზაბეთ ტეილორს ეკუთვნოდა. ერთხელ სასტუმრო „სეზარს-პალასში“ მსახიობმა ცნობილი მარგალიტი დაკარგა, საბედნიეროდ დანაკარგი მალევე იპოვეს, მსახიობის საყვარელი ლეკვი თამაშობდა უნიკალური ნივთით. ამის შემდეგ კინოვარსკვლავმა გადაწყვიტა აღარ გაერისკა და Cartier -ს საიუველირო სახლთან ერთად მოიფიქრა უნიკალური ყელსაბამის დიზაინი, რომლის მთვარი მშვენება La Peregrina იყო. მსახიობის სიკვდილის შემდეგ 2011 წელს ყელსაბამი აუქციონზე 11,8 მილიონ დოლარად გაიყიდა.
გოგიბუსის მარგალიტი
მარგალიტმა სახელი ფრანსუა გოგიბუსის საპატივცემულოდ მიიღო, რომელმაც მარგალიტი ვესტ-ინდოეთის კუნძულებზე შეიძინა და 1620 წელს ესპანეთში ჩამოიტანა. ლეგენდის თანახმად ვაჭარმა მთელი თავისი ქონება გადაიხადა მარგალიტში და ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ს შესთავაზა საყიდლად. როცა მონარქმა კითხა, როგორ არ შეეშინდა მთელი ქონების ერთ მარგალიტში გადახდა, ფრანსუა გოგიბუსმა უპასუხა: „არ შემეშინდა რადგან ვიცოდი, არის ესპანეთის მეფე, რომელიც ამას იყოდის“. ფილიპე IV იყიდა ამრგალიტი და სამეფო გვირგვინში მიუჩინა ადგილი.
ალაჰის მარგალიტი (ლაო-ძის მარგალიტი)
ბუნების ეს საოცარი ქმნილება 1934 წელს იქნა ნაპოვნი, მაგრამ ცნობილ ისტორიულ ქვებზე ნაკლები ლეგენდები არც მასზეა შექმნილი. ლეგენდების თანახმად ეს სწორედ ის მარგალიტია, რომლის გაზრდაც რამოდენიმე ათასი წლის წინ დაოსიზმის ფუძემდებელმა ლაო-ძიმ ცადა უნიკალური მარგალიტის მისაღებად მან კონფუცის, ბუდას და საკუთარი თავის გამოსახულებიანი ნეფრიტის ამულეტი მოათავსა ნიჟარაში და მოსწავლეებდ დაუბარა თვალი ედევნებინათ ამ პროცესისათვის. მოსწავლეებს მარგალიტი ზრდის მიხედვით სულ უფრო დიდ ნიჟარაში გადაქონდათ, მაგრამ ზღვაზე ამოვარდნილი შტორმის გამო უგზოუკვლოდ დაიკარგა. რარიტეტის მკვლევარმა მეცნიერებმა ეს ვერსია უარყვეს, მათი თქმით მარგალიტის ასკი 600 წელს არ აღემატება.
ლეგენდების ახალი ნაკადი უკვე ჩვენ დროს უკავშირდება. მარგალიტი ფილიპინების ახლოს იპოვნეს რაც ახალგაზრდა მყვინთვს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. გიგანტური მოლუსკი ტრიდაკნა დაიკეტა და მყვინთავის ხელი მოიყოლა. როცა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ზღვაში დამხრჩვალი იპოვეს და უშველებელი ნიჟარა ამოიღეს შიგნით თითქმის 6,5 კგ მასის მარგალიტი აღმოაჩინეს. ადგილობრივი მეჩეთის მოლამ უცნაური ფორმის მარგალიტში ადამიანის ჩალმიანი თავი დაინახა და „ალაჰის მარგალიტი“ უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ მარგალიტს არ გააჩნია ჩვეული პერლამუტრის ელვარება, სადღეისოდ ის შეფასებულია 40 მილიონ დოლარად. საგანძურის შენახვის ზუსტი დგილი ცნობილი არ არის, არის მონაცემები რომ მარგალიტი ნიუ-იორკშია.
ახალი რეკორდსმენი
როგორც ჩანს 6 კილოგრამიანი მარგალიტი ზღვარი არ არის. რამოდენიმე წლის წინ The Daily Mail იტყობინებოდა, რომ ფილიპინებზე იპოვეს მარგალიტი წონით 34 კგ! სიგრძე -67 სმ, სიგანე - 60 სმ. ეს ბუნების საოცრება თითქოს ჯერ კიდევ 10 წლის წინ იპოვა მეთევზემ და უბრალოდ როგორც ამულეტს ისე ინახავდა სახლში. მეზობლებმა ის სრულიად შემთხვევით, ბედნიერი მფლობელის სახლში გაჩენილი ხანძრის შემდეგ ნახა. მარგალიტი ქალაქში დატოვეს და ექსპერტიზის დამთვრებამდე მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მისმა
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.