USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
სანზონის დასახლების N19-20 კორპუსების მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედანსა და სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
Date:  736

ნაძალადევის რაიონში, სანზონის დასახლების N19-20 კორპუსების მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედანსა და სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

თბილისის მერიის ცნობით, რეკრეაციული სივრცის საერთო ფართობი 5 100 კვ. მეტრია. მათი ინფორმაციით, დასასვენებელ სივრცეში შემორჩენილი იყო მხოლოდ ამორტიზებული ატრაქციონები.

გარდა ამისა, დაზიანებული იყო ნოდარ ახალკაცის სახელობის ფეხბურთის მოედანი.

განახლებული სპორტული მოედანი და სკვერი თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

„აღნიშნული რეკრეაციული პროექტის განხორციელება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო - როდესაც შევხვდით მოსახლეობას, დავპირდით, რომ ამ სივრცეს მოვაწესრიგებდით. დღეს, მეც ბედნიერი ვარ, რომ ადგილობრივებს ნორმალური დასვენების, პატარებს - ატრაქციონებზე გართობის შესაძლებლობა ექნებათ. ასევე, განახლდა სპორტული მოედანი, მოწყობილია დასასვენებელი სივრცეები, სასეირნო ბილიკები, სავარჯიშო სივრცე, გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები.

 მინდა, მადლობა გადავუხადო ნაძალადევის რაიონის გამგეობას, ძალიან კარგი პროექტია. ასეთ პროექტებს აუცილებლად განვახორციელებთ ყველა რაიონში, ყველა უბანში, სადაც ეს შესაძლებელია. ქალაქს სჭირდება მეტი რეკრეაცია, მეტი მწვანე სივრცე, რათა არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ და ამასთან, ყველა თაობის ადამიანს შევუქმნათ დასვენების, გართობის, განტვირთვის შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო სივრცე, დასასვენებელი პავილიონი, სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი და საპარკე ინფრასტრუქტურა; დაირგო 600-ზე მეტი ნერგი და მოეწყო ბალახის საფარი; აგრეთვე, მიმდებარე ტერიტორიაზე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა და დაიგო ასფალტის საფარი.

 „სტადიონისა და სკვერის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 775 348 ლარია, საგზაო სამუშაოების ღირებულება კი 63 934 ლარს შეადგენს. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე, მერთან ერთად, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან - მიხეილ ყაველაშვილთან და ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way