USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Tbilisi
სანზონის დასახლებას ხუთი ახალი საბავშვო გასართობი მოედანი შეემატა
Date:  
ნაძალადევის რაიონში, სანზონის დასახლებას კიდევ ხუთი ახალი საბავშვო გასართობი მოედანი შეემატა. კაუჩუკის მოედანი მოეწყო და საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა შემდეგ მისამართებზე:
 მუხრანის ქუჩა N15-ის მიმდებარედ;
 ბუაჩიძის ქუჩა N20ა-ს მიმდებარედ;
ერწოს ქუჩა N10-ის მიმდებარედ;
გურამიშვილის გამზირი N62-ის მიმდებარედ;
გურამიშვილის გამზირი N78-ის მიმდებარედ;
აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 79 267 ლარი დახარჯა.
 
World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way