USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
თარიღი:  850

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართა, რომელშიც სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალურ დაპირისპირებაში ბაზაძემ იტალიელი რიკარდო ნუჩიო 15:6 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.

ფინალამდე ქართველმა მოფარიკავემ სამხრეთ კორეელები ჰანსოლ ჰა და სანგვონ პარკი, აშშ-ის წარმომადგენელი მიტჩელ სარონი და ფრანგები, ბოლად აპიტი და მაქსიმ პიანფეტი დაამარცხა.

სანდრო ბაზაძე ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის ლიდერია. ქართველმა მოფარიკავემ ზედიზედ მეთერთმეტედ შეძლო პოდიუმზე ასვლა.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის