USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
Tbilisi
სანდრო ბაზაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია
Date:  806
სანდრო ბაზაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია.
 
ისე, როგორც გასული წლის 17 ივნისს ანტალიაში, სანდრო წლევანდელ 17 ივნისსაც კონტინენტის საუკეთესო მოფარიკავის ტიტულს დაეუფლა.
გადამწყვეტ შეხვედრაში სანდრო ბაზაძემ უნგრელი ანდრაშ სატმარი 15-11 დაამარცხა.
 
სანდრო ბაზაძის უნიკალური სერია გრძელდება!!! FIE-ს რეიტინგის N1 ხმლით მოფარიკავე, გასული სეზონიდან მოყოლებული ზედიზედ მეთორმეტე პრესტიჟულ ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან-პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულშია.
 
society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way