USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
Tbilisi
„სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის" წარმომადგენელი სერგი რუხაძე- ჩვენ გვინდა სახელმწიფოს გვერდით ვიდგეთ, სახელმწიფო ინტერესები დავიცვათ ბიზნესის ინტერესებთან ერთად
Date:  5417

ჩვენ გვინდა სახელმწიფოს გვერდით ვიდგეთ, სახელმწიფო ინტერესები დავიცვათ ბიზნესის ინტერესებთან ერთად, - ამის შესახებ „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის" წარმომადგენელმა სერგო რუხაძემ მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ბაზრობების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრისას განიხილეს შექმნილი ეპიდემიოლოგიური ფონი და ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც მთავრობა ერთი მხრივ, მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის, ხოლო მეორე მხრივ ბიზნესის მხარდასაჭერად ახორციელებს.

„დღეს იყო შეხვედრა მთავრობის წევრებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. საკითხი შეეხებოდა Covid-19-ს, ვიცით, რომ ინფიცირებულების რაოდენობა იმატებს და მთავრობის ერთი საფიქრალი არის ის, რომ ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა რაც შეიძლება მინიმუმზე დავიდეს და ამავდროულად, ინფიცირების ზრდამ ცუდად არ იმოქმედოს ბიზნესზე. ჩვენ -ბიზნესი და მთავრობა ერთიანად ვფიქრობთ, შეიქმნას პლატფორმა, რომელიც არ დააზიანებს რეგულაციების ფონს და არ დააზიანებს ეკონომიკის განვითარებას და ეკონომიკური შენელება არ იქნება. ალბათ, მომდევნო კვირაში კიდევ იქნება შეხვედრა. გვინდა სახელმწიფოს გვერდით ვიდგეთ, სახელმწიფო ინტერესები დავიცვათ ბიზნესის ინტერესებთან ერთად“, - განაცხადა „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის" წარმომადგენელმა.

სერგო რუხაძის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

World
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way