ფუტკრები ორგანიზებული სამუშაოს ფორმები
ფუტკრები ორგანიზებული სამუშაოს ორ ფორმას გამოავლენენ:
→ გაზაფხულ-ზაფხულის თაობის სამუშაო ემსახურება მაქსიმალურ განვითარებას და საკვების მარაგის შექმნას;
→ ზამთრის თაობის სამუშაოს წარმოადგენს ოჯახის შენარჩუნებას პასიურ პერიოდში.
ამ თემაში ვისაუბრებთ თუ როგორ ხდება ფუტკრის ოჯახში სამუშაოს გადანაწილება და კასტებში გადასვლა.
სამუშაოს გადანაწილება დამოკიდებულია ინდივიდების ფიზიოლოგიაზე, მიდრეკილებებზე და ფერომონებზე, რომელთა საშუალებითაც ხდება შესაბამის კასტაში ჩართვა.
ფუტკრის ოჯახში არის 4 ძირითადი კასტა:
→ სურათზე ნაჩვენებია გაზაფხულ-ზაფხულის მუშა ფუტკრების კასტებში ჩართულობა და ზამთრის გენერაცია.
1 და 2 კასტა საჭიროების შემთხვევაში იშვიათად ერთვება სხვა კასტაში, ხოლო 3 და 4 ადვილად იცვლიან კასტებს. ერთიანი ისრები მიუთითებს ბუნებრივად კასტაში გადასვლას, ხოლო წყვეტილი ისრები ატიპიურ კასტაში ჩართვას. როდესაც ახალი თაობა დაიბადება ძიძები გადავლენ შუა ხნის ასაკის ფუტკრების კასტაში, ხოლო შუახნისები მოღალის კასტაში.
უჯრის მწმენდავები
ფუტკრის ცხოვრების პირველ დღეებში გრძელდება ფიზიოლოგური განვითარება. ამ პერიოდში მათი ამოცანა არის უჯრების გასუფთავება, ეს ჯგუფი არ ასრულებს სხვა სამუშაოებს.
ძიძები
ძიძობის ხანგძლივობა 1 კვირას გრძელდება, 4 დღიდან 12-ე დღემდე. ძიძები კვებავენ დედას ფუტკარს, ლარვას და ხნიერ ფუტკრებს, იცავენ ბუდეში ჰიგიენას. ძიძები დაყვებიან დედას ამალის სახით და არეგულირებენ მის ქცევებს, ისინი არიან დედის ფერომონების გამავრცელებელნი ბუდეში.
საშუალო ასაკის ფუტკრები (MAB)
საშუალო ასაკის ფუტკრები თავიანთ კასტაში იმყოფებიან 12 დან 21 დღემდე, ისინი არიან ბუდეში ინფორმაციის გადამტანი. ძიძებისგან განსხვავებით ისინი აღარ უვლიან ბარტყს, მათი კასტის სამუშაო წარმოადგენს ფიჭების შენებას, ნექტრის მიღებას და ბუდის დაცვას. მათი განლაგების ადგილი ბუდეში არის გაფანტული, ესეთი ლოკალიზაცია ხელს უწყობს ბუდეში აუცილებლობის შემთხვევაში გადაერთონ სხვა კასტაში.
საშუალო ასაკის ფუტკრებებმა და მოღალეებმა უნდა მოახდინონ ზამთრის მარაგის მოგროვება და დაკომპლექტება, მათი ტოლი რაოდენობის შემთხვევაში, საკვების დაკომპლექტებაში დაიხარჯება ნაკლები დრო, ხოლო მიმღებების ნაკლებობის დროს, მოღალეები ცეკვით გადასცემენ ინფორმაციას რომ საჭიროა მეტი MAB – ის ჩართვა კასტაში.
საშუალო ასაკის ფუტკრებებმა ასევე უნდა უზრუნველყონ ნექტრისთვის საჭირო ოდენობის ფიჭების აშენება.
მოღალეები
მოღალის კასტაში ჩართვის შემდეგ ეს ფუტკრები აღარ ასრულებენ ბუდის სამუშაოებს, მათი სამუშაო წარმოადგენს რესურსების შევსებას: ნექტარი, მტვერი, პროპოლისი და წყალი.
საშუალო ასაკის ფუტკრების (MAB) > მოღალის კასტაში გადასვლა
საშუალო ასაკის ფუტკრების გადასვლა მოღალის კასტაში კომპლექსურია, მათ უნდა შეინარჩუნონ თანაფარდობა, ჩაანაცვლონ მოღალეების რაოდენობა რომლებიც იხოცებიან, რათა ბუნებაში ნექტრის არსებობის დროს არ იყოს მოღალეების დეფიციტი.
როდესაც ღალიანობა იწყება ყველა საშუალო ასაკის ფუტკარი, რომელიც არ არის დაკავებული ნექტრის მიღებით ან მშენებლობით, ერთვება მოღალის კასტაში. მაგრამ როდესაც არახელსაყრელი გარემოებაა მათ თავი უნდა აარიდონ მოღალის კასტაში ჩართვას რათა არ მოხდეს ნაადრევი ფიზიოლოგიური ცვლილებები და ნაადრევი სიკვდილი.
მათთვის უფრო ხელსაყრელია რომ დაელოდონ ღალიანობას. როდესაც ოჯახში იმატებს მოღალეებზე მოთხოვნა, ამ პერიოში ასევე უნდა მოხდეს ძიძების განვითარებაც, რადგან მებების ჩართვა მოღალის კასტაში დაასუსტებს ოჯახს.
მოღალე ფუტკრები ტროპილაქსის და ფერომონების საშუალებით ატყობინებენ ოჯახს რომ საჭიროა მეტი მებების ჩართვა კასტაში. მოღალის კასტაში ჩართვის გადაწყვეტილება დამოკიდებულია მიმღებების პროპორციასთან.
მეცნიერების ვარაუდით შეიძლება 3-ე კასტის წარმომადგენლები უკვე ფიზიოლოგიურად მზად იყვნენ 4-ე კასტაში გადასასვლელად მაგრამ არ ჩაერთონ ორი მიზეზის გამო:
• საჭირონი არიან ნექტრის მიმღებებად;
• მინდორში საკმარისი რაოდენობის მოღალე მუშაობს;
• რაიმე ცვლილების ან პროტეინების ნაკლებობის დროს შეიძლება ნაადრევად მოხდეს მოღალის კასტაში ჩართვა.
ფიზიოლოგია და კასტები
ორი ფაქტორი ამყოფებს ფუტკრებს კასტაში, ფიზიოლოგია და ასაკისათვის დამახასიათებებლი ფერომონები. ძიძების შემთხვევაში ეს ხდება ორი ფერომონის საშუალებით:
→ დედა ფუტკრის მანდიბულარის ჯირკვლით (QMP);
→ ბარტყის ფერომონებით (BP).
BP ასტიმულირებს ჰიპოფარინგალურ ჯირკვლებს, ხოლო პროტეინებით კვება ხელს უწყობს მაღალი ვიტელოგენინის შენარჩუნებას(VG), რომელიც პროდუქტიულს ხდის ბარტყის საკვებს და ნაწილობრივ ახშობს ახალგაზრდული ჰორმონების გამოყოფას (JH).
ძიძის კასტიდან ,,მების’’ კასტაში გადასვლის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ბარტყთან ძიძების თანაფარდობა, მების კასტაში გადასვლის შემდეგ მათი ადგილმდებარეობა იცვლება, ბუდის ცენტრიდან პერიფერიებისკეს, ისინი უკვე აღარ არიან QMP და BP მატარებელნი.
QMP – დედის ფუტკრის მანდიბულარის ჯირკვალი;
BP – ბარტყის ფერომონები;
JH – ახალგაზრდული ჰორმონები;
Vg – ვიტელოგენინის ჯირჯვალი;
HP – ჰიპოფარინგეალური ჯირკვალი;
მაღალი Vg, დაბალი JH და BP – QMP- ის დაბალი ზემოქმედება ახდენს ძიძების ჩართვას ,,მებების’’ კასტაში, ამის შემდეგ JH აგრძელებს ზრდას.
მაღალი Vg აფერხებს JH წარმოქმნას, მაგრამ როდესაც Vg კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ ჩამოვა, JH ტალღების წარმოქმნა გამოიწვევს ნევროქიმიურ ცვლილებებს რომელიც საბოლოო ეტაპია ,,მების’’ ფიზიოლოგიის . ყველაზე სრულყოფილი ,,მები’’ ჩაერთვება მოღალის კასტაში, ხოლო ცეკვითი მოთხოვნის დროს დაჩქარდება მათი ჩართვა მოთხოვნად კასტაში.
ფუტკრის განვითარების საბოლოო ეტაპი არის მოღალის კასტა.
ზამთრის გენერაცია
ზამთრის თაობა ხასიათდება სიცოცხლის ხანგძლივობით ( რადგან ისინი არ ღებულობენ სხვადასხვა სამუშაოებში მონაწილეობას). მათი მიზანია ოჯახის შენარჩუნება ზამთრის პერიოდში და ბუდეში თერმორეგულაცია. ადრე გაზაფხულზე ისინი იწყებენ ძიძობას ხოლო კონდიციის შექმნის შემდგომ გადაერთვებიან მოღალეებად.
ზამთრის თაობა ძალიან გავს ძიძების კასტას, რადგან ახასიათებს დაბალი JH, აქტიური ცხიმოვანი სხეული, მაღალი Vg და იმუნიტეტი. აქედან გამომდინარე ზამთრის მდგომარეობა არის ძიძის კასტაში ხანგძლივად ყოფნა. ზამთრის ფუტკრები არ ერთვებიან სხვა კასტაში როდესაც ბარტყის ან მოღალეების რაოდენობა მცირეა.
შემდგენელი: მარიამ კილაძე 2017წ.
მადლობა ირაკლი ჯანაშიას გაწეული დახმარებისათვის (მარიამ კილაძე).
მასალა მოწოდებულია ჭიათურის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის, ეკოკლუბის მიერ განხორციელებული პროექტის „ნიკო კეცხოველის პრემია 2018“-ის ფარგლებში.
წყარო:https://agrokavkaz.ge/dargebi/mefutkreoba/samushaos-gadanatsileba-musha-phutkrebshi-dol.html
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.