USD 2.6959
EUR 3.1747
RUB 3.4365
Tbilisi
სამტრედიის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლებს შორის, სხვადასხვა სპორტულ სახეობებში, მუნიციპალური ტურნირი მიმდინარეობს
Date:  
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და მხარდაჭერით, საჯარო სკოლებს შორის, სხვადასხვა სპორტულ სახეობებში, მუნიციპალური ტურნირი მიმდინარეობს.
 
დღევანდელი შეჯიბრი ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ახლადრეაბილიტირებულ, დახურულ დარბაზში, ხელბურთში გოგონებსა და ვაჟებს შორის გაიმართა.
 
ერთღიან ასპარეზობაში 14 გუნდი იღებდა მონაწილეობას, ტურნირს მსაჯობას ხელბურთის კლუბ ,, სამტრედია" - ს წარმომდგენლებით დაკომპლექტებული მსაჯთა კოლეგია უწევდა- მთავარი მსაჯი გოგი ხელისუფალი.
 
  • გოგონებში პირველი ადგილი მეათე საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა
  • მეორე ადგილზე პირველი საჯარო სკოლის გოგონები გავიდნენ
  • ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე მეორე საჯარო სკოლის გუნდი გავიდა
 
რაც შეეხებათ ვაჟებს,მესამე ადგლზე მეორე სკოლის გუნდი გავიდა, მეორეზე სოფელ ეწერის გუნდი, ხოლო პირველი ადგილი და ტურნირის გამარჯვებულის ტიტული მე-11 საჯარო სკოლამ მოიპოვა.
 
გამარჯვებულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პირადად დააჯილდოვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა. დავით ბახტაძემ მოსწავლეებს სთხოვა რაც შეიძლება მაქსიმალურად ჩაერთონ სპორტის სხვადასხვა სახეობებში, ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ და წარმატებებს მიაღწიონ, რათა ასახელონ საკუთარი ოჯახები, სამტრედია და სამშობლო. ,,სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის კი ყოველთვის მაქსიმუმი გაკეთდება''.- განაცხადა სამტრედიის მერმა.
 
tbilisi
ნადარეიშვილის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა
პროექტის ფარგლებში, 3 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო საბავშვო-გასართობი სივრცეც.
ტერიტორია გამწვანდა, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
აღნიშნულ ტერიტორიაზე რეაბილიტირდა 600 კვ.მ ფართობის საფეხბურთო მოედანიც.
 სამუშაოების ღირებულება 590 000 ლარია.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, პარლამენტის საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი და საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ბექა მიქაუტაძე გაეცნენ.
See all
Survey
By the way