USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
სამთავროს სამონასტრო კომპლექსში კონსერვაციის სამუშაოები დასრულდა
дата:  2508
სამთავროს სამონასტრო კომპლექსში კონსერვაციის სამუშაოები წარმატებით განხორციელდა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - სამთავროს სამონასტრო კომპლექსის ფერისცვალების ტაძრის ფასადის კონსერვაციისა და წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის გვიან მოწყობილი სარინელის გადაწყობისა და წყალამრიდი სისტემის მოწყობის სამუშაოები დაასრულა.
სამუშაოები განხორციელდა პროექტის მიხედვით, რომელიც, კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) 2023 წლის მაისის დასკვნით სანიმუშოდ შეფასდა და ითქვა, რომ მოცემული მეთოდოლოგიისა და მიდგომის გამოყენება საქართველოს ქვის კონსერვატორებს სხვა ძეგლებზეც შეუძლიათ.
შესრულებულ სამუშაოებს გაეცნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ აზნაურაშვილი,
მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფოს რწმუნებული დავით ნოზაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ისტორიულ-არქიტექტურული კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაცია-კონსერვაციის სექციის თავმჯდომარე ტარიელ კიპაროიძე, არქიტექტორ-რესტავრატორები - მიშა გელაშვილი და ნიკო ზაზუნიშვილი, კედლის მხატვრობისა და ქვის კონსერვაციის სპეციალისტი სალომე ახალაშვილი.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მეორე ნახევარში, მცხეთის სამთავროს მონასტრის ცოკოლის ქვისა და წმ. ნინოს ეკლესიის სანიაღვრო სისტემის მოსაწყობად საკონსერვაციო სამუშაოები ბოლო ათწლეულების განმავლობაში დეტალური გეგმის მიხედვით პირველად განხორციელდა.
კერძოდ, შესრულდა შემდეგი სამუშაოები: ფერისცვალების ტაძრის ჩრდილოეთი ფასადის გასწვრივ არსებული ბაზალტის სარინელის ფილები საძირკველში ნალექების ინფილტრაციის აღმოფხვრის მიზნით გადაეწყო მინაპლასტიკური ბადით არმირებულ ქვიშა-კირის ხსნარზე; სარინელის ქვებს შორის არსებული ნაკერები ამოიგოზა ჰიდროხსნარით; მოეწყო ბაზალტის ქვისგან წყალსაწრეტი არხი და შეუერთდა არსებულ სანიაღვრე არხს; განხორციელდა სამხრეთ-დასავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეებში საპირე წყობის ქვების უჟანგავი ლითონით ჩაანკერება და ცოკოლის ნაკლული წყობის ნაწილობრივ შევსება არსებული ქვის წყობის ხასიათისა და ტიპის ქვებით; წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის ფასადებზე და ფერისცვალების ტაძრის ქვედა ნაწილებში ჩატარდა ბიოლოგიური დაზიანებების მკურნალობა. ასევე, შესრულდა არსებული მიკრობზარების კონსოლიდაცია და დაკარგული დუღაბის აღდგენა-ინექტირება; წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის ფასადებიდან და ფერისცვალების ტაძრის ქვედა ნაწილებიდან მოიხსნა გვიანდელი ცემენტის ფენა და გაჩენილი სიცარიელეები ამოივსო კირის ხსნარით.
საყურადღებოა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით 2022 წელს მომზადდა შესაბამისი საკონსერვაციო პროექტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) მიერ დადებითად შეფასდა. კერძოდ, ICOMOS-ის 2023 წლის მაისის დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს პროექტი სანიმუშოა და მისი გამოყენება საქართველოს ქვის კონსერვატორებს სხვა ძეგლებზეც შეუძლიათ.
სამთავროს სამონასტრო კომპლექსში გასულ წლებში ჩატარდა სხვადასხვა სახის სამუშაოები. ამ სამუშაოების ფარგლებში ტაძრის როგორც შიდა სივრცეში, ასევე გარეთ, ნიშნულებმა დაიწია, რის შემდეგაც საჭირო გახდა ახლად გამოვლენილი ტაძრის ქვედა ნაწილების კონსერვაცია. გარდა ამისა, საჭირო იყო ჩრდილოეთ კედელზე არსებული წყალსაწრეტი მილებიდან ჩამოსული წყლის ორგანიზება. რაც შეეხება წმინდა ნინოს პატარა ეკლესიას, აღმოსავლეთ ფასადის გასწვრივ ამორტიზებული იყო ახლად მოწყობილი ბაზალტის ფილების სარინელი, ხოლო ფასადებზე გვიანდელი ცემენტის ნალესობები ძეგლის იერსახეს ამახინჯებდა.
სააგენტოს მიერ კვლევითი/საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამოიყო 222 903 ლარი.
ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - სამთავროს სამონასტრო კომპლექსი ქ. მცხეთის ცენტრში, სამთავროს ველის ფერდობზე მდებარეობს. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ფერისცვალების გუმბათიანი ტაძარი, წმ. ნინოს ეკლესია, სამრეკლო, კოშკი, ძველი სასახლისა და გალავნის ნაწილი, კელიები და სხვა გვიანდელი დამხმარე ნაგებობები.
ფერისცვალების ტაძარი XI საუკუნით თარიღდება, თუმცა თავდაპირველი ნაგებობის ქვედა ნაწილების ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი. წმინდა ნინოს ეკლესია სამეცნიერო ლიტერატურაში IV-IX საუკუნეებით თარიღდება.
общество
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати