სამხრეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ Covid-19-ისგან გამოჯანმრთელებულ 91 პაციენტს ხელახლა დაუდგინდა ორგანიზმში ვირუსის არსებობა. სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის დირექტრის ჩონ ინ კიონის გაცხადებას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ამასთან, ასეთი პაციენტების რიცხვი სწრაფად იზრდება- კვირის დასაწყისში მათი რაოდენობა 50-ს აღწევდა. სპეციალისტების განცხადებით, სავარაუდოა, რომ ვირუსი ხელახლა გააქტიურდა ასეთი პაციენტების ორგანიზმში, მათი თავიდან ინფიცირება ნაკლებად სავარაუდოა.
ბოლო მონაცემებით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების 10 480 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 211 ადამიანი.
წყარო: Reuters